KA030180701405117

№ 01-28265 25 / დეკემბერი / 2017 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს
მინისტრის მოადგილის
ნინო ბერძულის
მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

წარმოგიდგენთ ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის169  და „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილებების ცვლილების პროექტებს.

ცვლილების პროექტების მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

დადგენილების პროექტში წარმოდგენილია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტების დაზუსტებები. კერძოდ, პროგრამების ფაქტიური შესრულებისა და აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მოსალოდნელი ხარჯების გათვალისწინებით დაზუსტდა სახელმწიფო პროგრამების 2017 წლის ბიუჯეტები. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსების ეფექტურად ხარჯვას. კერძოდ, სხვადასხვა პროგრამებში მოსალოდნელი ეკონომიები მიმართული იქნას სხვა სახელმწიფო პროგრამების საჭიროებებისათვის, მათ შორის:

,,საქართველოს 2017  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”  საქართველოს კანონითრეფერალური მომსახურების“  სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნება შეადგენს 22,665.0 ათას ლარს, მ.შ. „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი  –  22,614.0 ათასი ლარი; ,,რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით  კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის განსაზღვრის შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის  №331 დადგენილების  შესაბამისად შექმნილი   კომისიის“  მიერ  2017 წლის 1 იანვრიდან  8 დეკემბრის მდგომარეობით ჩატარებულია 38 სხდომა,  ხოლო სპეციალური შემადგენლობის კომისიის (ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები)  29 სხდომა. სულ დაფინანსდა  14173  პაციენტი,  მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება   25,032,332.00    ლარის მოცულობის სერვისების დაფინანსებაზემ.შ ზემოაღნიშნული დადგენილებით  განსაზღვრული ვალდებულებებისა და კომისიის წევრთა შორის მიღებული შიდა შეთანხმების  შესაბამისად:

  •  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 1544  პაციენტზე - 3,946,277ლარი;
  •  კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ  321  პაციენტზე -  286 110.74 ლარი;
  •  სოციალურად დაუცველ   5265  პაციენტზე -  3 520 022.91 ლარი;
  • საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროების მქონე 392  პაციენტზე-   3 407 029.09   ლარი;  
  • ჰერცეპტინით მკურნალობის საჭიროების მქონე  881  პაციენტზე - 2 261 809.25 ლარი;
  • გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებულ 593  პაციენტზე -   7 080 178.16 ლარი; 
  • სიცოცხლისთვის უშუალო რისკის შემქმნელი გულის შეძენილი პათოლოგიებით დაავადებულ 474  პაციენტზე (არ იფარება  სახელმწიფო დაზღვევით ან არ არიან მოსარგებლეები) – 1 070 069.32ლარი;
  • იდიოპათიური ფიბროზით დაავადებულ 57 პაციენტზე– 205 200,00 ლარი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „რეფერალური მომსახურებისპროგრამის ხარჯვის დინამიკიდანასევესამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეთა მომართვიანობიდან გამომდინარე,  საკითხის მოგვარების მიზნით,  მიზანშეწონილია პროგრამისთვის დამატებით ფინანსური რესურსის  მობილიზება.  

 ინფექციურ დაავადებათა მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროცესში დაფიქსირდა შემთხვევებისა და შესაბამისად, საბიუჯეტო რესურსის მნიშვნელოვანი ზრდა. შემთხვევათა შორის 2016 წელთან შედარებით 2017 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სხვა ბაქტერიული ინფექციები, ნაწლავთა ინფექციები  მიმდინარე ჰემოკოლიტით, სხვა ვირუსული ინფექციები, ანთებითი პოლინეიროპათიები, ჰერპესული ინფექციები, სეფსისის ჯგუფში შემავალი ნოზოლოგიების შემთხვევები. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული შემთხვევების მატება, ყოველწლიურად შეინიშნება I კვარტლის ბოლოსა და მესამე კვარტალში, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებითაც 15 % -დან  - 50 %-მდე მერყეობს. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში ხარჯვამ შეადგინა 11 315 800 ლარს, შესაბამისად, პროგრამით გათვალისწინებული სერვისების უწყვეტობის შესანარჩუნებლად, პროგრამის ბიუჯეტი იზრდება 72 800 ლარით.

 ზემოაღნიშნული სხვაობების შევსება განხორციელდა დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის, პროფესიულ დაავადებათა პრევენციის, ტუბერკულოზის მართვის, აივ-ინფექცია/შიდსის მართვის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის, სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების, სოფლის ექიმის, სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმებისა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გამოთავისუფლებული საბიუჯეტო რესურსის ხარჯზე. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საბიუჯეტო რესურსის ოდენობა განისაზღვრა 1 726 000 ლარით. C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში, ასევე, გვაქვს ეკონომია 197 000 ლარის ოდენობით. სულ პროგრამების ფარგლებში ეკონომიამ შეადგინა 1 923 000 ლარი,  რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსაზრებით, მიზანშეწონილია გადატანილ იქნას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის (35 03 01) სოციალური უზრუნველყოფის მუხლში.

            წარმოდგენილი პროექტის მიღება  სახელმწიფო ბიუჯეტიდან  დამატებითი სახსრების გამოყოფას არ ითვალისწინებს.

              გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას.

       თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ იურიდიულ დეპარტამენტს პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზისა და შემდგომი მსვლელობის უზრუნველყოფა.


პატივისცემით,

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ნინო ბერძული