საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო
MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030198508980818

საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge
144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel: (+995 32) 251 00 11; Hot line: (+995 32) 251 00 26; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/26168 04 / მაისი / 2018 წ.    
ქალაქ თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს


ბატონო კახა,

 

მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრებისა და კომპანია გილიადის მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება მსოფლიოში უპრეცენდენტო С ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი.

2016 წლის აგვისტოში დამტკიცდა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლისთვის C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევას, მათ შორის 95%-ის მკურნალობასა და მკურნალობის შედეგად პაციენტთა 95%-ის განკურნებას.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 45000-ზე მეტი ბენეფიციარი. მკურნალობაში ჩაერთო 43 000-ზე მეტი ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 40 000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი 98%-ია.

ამ ეტაპზე პროგრამის ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ახალ პაციენტთა გამოვლენა და ჩართვა მკურნალობის კომპონენტში. ამ მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან გააქტიურებულია სკრინინგული კვლევების კომპონენტი, ტარდება სკრინინგული კამპანიები. განხორციელებულმა აქტივობებმა ნათლად დაგვანახა ამ პროცესში ორგანიზებული ჯგუფების ჩართულობისა და მათი კვლევების უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის რაიონების გამგეობების ჩართვა სკრინინგული კვლევების აქტივობებში. ჩვენი მხრივ, მზად ვართ აღმოგიჩინოთ ტექნიკური მხარდაჭერა ამ პროცესში, მათ შორის ტექნიკური პერსონალის გამოყოფით გამგეობების ბაზაზე სკრინინგული კვლევების ჩატარების მიზნით, ასევე, სკრინინგისათვის საჭირო ტესტ-სისტემების გადმოცემის უზრუნველყოფით.

დიდი იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის.

 

პატივისცემით,

 

მინისტრის მოადგილე
მაია ლაგვილავა