„2013
წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილების დანართი
N18–ის (სოფლის ექიმი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, დანართი 18.1-ის მე-12
პუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005
წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის
მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 61–ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ,,სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვროს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობა დანართი N1-ის შესაბამისად.
2.
დამტკიცდეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი
მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის
უზრუნველსაყოფად ,,ექიმის ჩანთა“ დანართი N2-ის შესაბამისად.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით
საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობის და ,,ექიმის ჩანთის“ განსაზღვრის
თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
2012 წლის 28 მარტის N01-63/ო ბრძანება.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი

დავით სერგეენკო