სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის „ა“, „ე“, „თ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) და სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ი. ბიბილაშვილი) უზრუნველყონ სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის N2654 განკარგულებით შესყიდული მედიკამენტის ,,ოსელტამივირი“-ს (შემდგომში - მედიკამენტი) 2000 კოლოფის, საერთო ღირებულებით - 135 325 ლარის და 04 თეთრის (ასოცდათხუთმეტი ათას სამასოცდახუთი ლარი და 4 თეთრი) ოდენობით სამინისტროსათვის გადმოცემისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ბიბილაშვილი) და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტს (ა. თალაკვაძე) უზრუნველყონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული მედიკამენტის სააგენტოდან მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
|