| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის
დეპარტამენტის უფროსს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ქალბატონ მარინა დარახველიძეს | ||||||||||||||||
ქალბატონო მარინა, თქვენი 2018 წლის 12 იანვრის № 01/1769 წერილის პასუხად, გაცნობებთ რომ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის განკარგულების, 2017 წლის 2 თებერვლის N04-54/ო და 5 ოქტომბრის N04-722/ო ბრძანებების საფუძველზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საჭირო სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით საკოორდინაციო მექანიზმს (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2017 წლის განმავლობაში გადასცა სამკურნალო საშუალებები: 1. აქტრაპიდი 100სე/მლ 10 მლ - 3000 ფლაკონი, საერთო ღირებულებით 17393.25 (ჩვიდმეტი ათას სამასოთხმოცდაცამეტი ლარი და 25 თეთრი) ლარი. 2. ინსულატარდი 100სე/მლ 10 მლ - 3500 ფლაკონი, საერთო ღირებულებით 20292.13 (ოცი ათას ორასოთხმოცდათორმეტი ლარი და 13 თეთრი) ლარი. 3. დესმოპრესინი 100მკგ 5მლ - 300 ფლაკონი, საერთო ღირებულებით 5160.00 (ხუთი ათას ას სამოცი) ლარი. გარდა ზემოაღნიშნულისა, „2017
წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილების თანახმად,
სათანადო ხელშეკრულებები გაფორმდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე
სამედიცინო დაწესებულებებთან, რომელთა ნუსხა, წლიური ლიმიტების მითითებით,
შეგიძლიათ იხილოთ წინამდებარე წერილის დანართში. დანართი: Excel-ის ფორმატის 1 (ერთი) ფაილი. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თამაზ მოდებაძე |