| From : | |
| To : | Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge> |
| Subject : | ინფექციური პროგრამის კოდები |
| Cc : | Marina Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge> |
| Received On : | 06.01.2017 14:55 |
ბატონო ზაზა,
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ეზუგბაიასთან და ქერაშვილთან ერთად განვიხილეთ ინფექციურის პროგრამაში, ჰეპატიტებზე ჩანაწერის პროექტი.
მათი მოსაზრებით, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტების სამი კოდიდან, 2 შემთხვევაში უნდა დაემატოს ჩანაწერი svr-თან დაკავშირებით და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
1.7 | ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი -პათოლოგიური პროცესის მაღალი აქტივობით (სპეც–მედიკამენტების გარეშე) | B18.0; B18.1; B18.2; B18.9 | 850 |
1.8 | ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ციროზით (მყარი ვირუსული პასუხის-svr მიუხედავად) სპეც–მედიკამენტების გარეშე | B18.0; B18.1; B18.2; B18.9 | 1200 |
1.9 | ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ციროზით, ასციტით და/ან ენცეფალოპათიით, და/ან ჰეპატო-რენული სინდრომით მყარი ვირუსული პასუხის - svr მიუხედავად) სპეც–მედიკამენტების გარეშე | B18.0; B18.1; B18.2; B18.9 | 3000 |
თუ, 1.8 და 1.9 კოდებს არ დავამატებთ SVR ჩანაწერს (მყარი ვირუსული პასუხის-svr მიუხედავად), C ჰეპატიტის პროგრამაში მკურნალობაზე მყოფი პაციენტები, რომელთაც გაუქრებათ ვირუსი, მაგრამ რჩებიან ციროზებით, ასციტით და/ან სხვა გართულებებით, რჩებიან ვერტიკალური პროგრამის მიღმა. მათ შორის მხოლოდ მძიმე შემთხვევები შეიძლება გატარდეს საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, თუმცა ყველა შემთხვევას ეს მოდელი ვერ მოერგება.
პატივისცემით,
ეკა