| From : | /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=89B4D31758D34F2CBDCFE688199F6941-EKATERI |
| To : | Amiran GamkrelidzeAmiranpimnadze@ncdc.ge <pimnadze@ncdc.ge>; Lia JabidzeLiakhatuna zakhashvilikhatunaVladimer GetiaVladimerivanechkhaidze@evex.ge <ivanechkhaidze@evex.ge>; Tako UgulavaTakokurtsikashvilig@who.int <kurtsikashvilig@who.int>; mkherkheulidze@hotmail.com; keti_kasashvili@yahoo.fr; kurtsikashvilig@who.int; Shorena OkropiridzeShorenaBeka JakeliBekagiorgi chavchavadzegiorgi |
| Subject : | იმუნიზაციის საბჭოს სხდომა |
| Cc : | Tamar GabuniaTamarLasha EndeladzeLasha |
| Received On : | 26.07.2020 18:54 |
მოგესალმებით, პატივცემულო საბჭოს წევრებო,
გაცნობებთ, რომ, ხვალ, 27 ივლისს, 16:00 სთ-ზე ჩანიშნულია იმუნიზაციის საბჭოს სხდომა, სამინისტროში, მე-8 სართულზე, ბრიფინგის დარბაზში.
სხდომაზე განხილულ იქნება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის საკითხი.
კერძოდ, მოგეხსენებათ, გასულ წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე არსებული გაზრდილი მოთხოვნიდან და შემოდგომაზე კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის მოლოდინის პირობებში მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ფენებში იმუნური ფონის შექმნის აუცილებლობიდან გამომდინარე, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღეისათვის მობილიზებულია დამატებით 100 ათასი დოზა ვაქცინის შესასყიდად საჭირო ფინანსური რესურსი.
ცენტრის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად, ფრანგული კომპანია „სანოფი-პასტერის“ მიერ შემოთავაზებული იქნა სამკომპონენტიანი ვაქცინა - ,,ვაქსიგრიპი“ რუსულენოვანი შეფუთვამარკირებით - 4-4,5 ევროდ. ვაქცინის შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია 100 000 დოზის მოწოდება 2020 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში, რაც არის საუკეთესო დრო მოსახლეობის გრიპის ვაქცინით აცრების დასაწყებად. თუმცა სხვადასხვა პრეზენტაციის ვაქცინის (ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში უკვე შესყიდულია ოთხკომპონენტიანი ვაქცინა) გამოყენება, გარკვეულ ლოჯისტიკურ სირთულეებთან და მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვან მოლოდინებთანაა დამოკიდებული.