| From : | /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=89B4D31758D34F2CBDCFE688199F6941-EKATERI |
| To : | amikogogitidze2@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Vladimer GetiaVladimerNatia KhmaladzeNatiaLela TsotsoriaLela |
| Subject : | დადგენილებების ცვლილებები |
| Cc : | Tamar GabuniaTamarAvtandil TalakvadzeAvtandilavtandiltalakvadze@gmail.com <avtandiltalakvadze@gmail.com>; Amiran GamkrelidzeAmirangiorgi chavchavadzegiorgi |
| Received On : | 18.07.2020 00:02 |
| Attachments : |
მოგესალმებით, მეგობრებო,
გიგზავნით შესათანხმებლად 322, 565 და 468 დადგენილებების ცვლილებების პროექტებს კორექტირებული სახით.
322 დადგენილების ფარგლებში საგანგებო ცენტრს ეძლევა ტესტირების ჩატარების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებული ჩანაწერი დადგენილებაში ჩვენი აზრით მიზანშეწონილია დაკონკრეტდეს (ცენტრი განახორციელებს მხოლოდ ნაცხის აღებას და ტრანსპორტირებას, ხოლო ტესტირებას უშუალოდ
ახორციელებენ ლაბორატორიები).
ასევე, ვინაიდან ტესტირებას დაქვემდებარებული მოსარგებლეების შესახებ ზოგადი ჩანაწერია (,,ტესტირების მსურველი პირები"), ასეთი შესაძლოა იყოს პირი, რომელსაც სხვადასხვა აქტებით ეკუთვნის უფასო ტესტირება. ამდენად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 565 დადგენილების ფარგლებში გაჩნდეს საგამონაკლისო ჩანაწერი, ამასთან, ამ შემთხვევაში, დამატებით ცვლილება უნდა შევიდეს 674 დადგენილებაში და ცენტრს უფლება მიეცეს, ასევე, მოემსახუროს პროგრამულ პაციენტებს.
მოგეხსენებათ, აღნიშნული დადგენილებების მიღება სასწრაფოა, ამდენად, გთხოვთ, გაეცნოთ წარმოდგენილ პროექტებს და უმოკლეს ვადაში მოგვწეროთ თქვენი პოზიცია.
პატივისცემით,
ეკა