From :
To : Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Aleko Turdziladze <A.Turdziladze@ncdc.ge>
Subject : ბინაზე მკურნალობისას ტესტირების ასახვა მოდულში
Cc : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 24.09.2020 12:58
Attachments :

მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათ, მინისტრის მიმდინარე წლის 22 სექტემბრის N01-475/ო ბრძანებით დამტკიცდა ,,COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი“. ალგორითმის შესაბამისად, COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტები შესაძლოა ან, დარჩნენ ბინაზე, ან, გადაყვანილ იქნან საკარანტინე სივრცეში, ან, მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულებაში ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით.

 

ბინაზე ან საკარანტინე სივრცეში მკურნალობის დასრულების/გამოჯანმრთელების დასადატურებლად, პაციენტს ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის“  გაიდლაინის შესაბამისად, უტარდება თანმიმდევრულად ორი  პჯრ კვლევა SARS-CoV-2-ის რნმ-ზე არანაკლებ 24 საათის შუალედით.

 

აღნიშნული კვლევების პასუხების დაფიქსირების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი სამიზნე კატეგორიის გაჩენა კოვიდის ლაბორატორიულ მოდულში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ/გვაცნობოთ თქვენი მოსაზრება.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

 

ეკატერინე ადამია

 

 

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

თბილისი, წერეთლის გამზირი 144

მობ: (+995) 577 282825

ტელ: (+322) 5100381110