| From : | |
| To : | Valeri Kvaratskhelia <v.kvaratskhelia@outlook.com> |
| Subject : | ადმინისტრაციული ხარჯები |
| Received On : | 13.02.2017 14:12 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს დაფინანსების მექანიზმების ცვლილების პროექტზე მუშაობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ კლინიკის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაცია თანდართული ცხრილის შესაბამისად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
1. წარმოდგენილი ხარჯები უნდა ასახავდეს უშუალოდ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სერვისის მიწოდებისთვის გაწეულ ხარჯებს სრულად (100% );
2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს პროგრამის მიწოდების თარიღიდან 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით გაწეულ ხარჯებს;
3. ცხრილში მოცემული ჩაშლა შეიძლება სრულად არ ასახავდეს თქვენს მიერ გაწეულ სხვა ტიპის ხარჯს, რაც სასურველია დააკონკრეტოთ და შეავსოთ დამატებით გრაფებში;
4. კონკრეტული დასახელებისთვის ივსება მხოლოდ მონიშნული ველები.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ეკა ადამიას ან ირინა ცხომელიძეს.
პატივისცემით,
ეკატერინე ადამია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და
პროგრამების სამმართველოს უფროსი
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტელ: (+995 322)5100381110
მობ: (+995)577 28 28 25
საქართველო, 0119, თბილისი
წერეთლის გამზ. 144