From : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
To : Eteri Kipiani <e.kipiani@ncdc.ge>
Subject : RE: 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების პროექტი
Cc : Eka Adamia <Eadamia@moh.gov.ge>; Nino Jvarelia <n.jvarelia@ncdc.ge>
Received On : 15.12.2017 18:10

ვეაუბრე ივას

თუ თბილიში ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ახალციხეში გავხსნითო კონფირმაციული კვლევის ცენტრებს მაშინ მოცული იქნება ახალშობილთა დიდი ნაწილი და მცირე ბაწილი დაგვრჩება ვისაც მოუწევს შორ მანძილზე წასვლა. ეს იმ შემთხვევაში თუ ამ ექვს რეგიონში მოხერხდება სპეციალისტების მომზადება და სათანადო აღჭურვა, ობიექტური აუდიომეტრიისთვის დამატებითი მოდულის შესყიდვა. ორშაბათს გამოვალო თქვენთან და დეტალებზე დავილაპარაკოთო. თუ მარტამდე ამ 4 ახალი ცენტრის.მომზადება აღჭურვის პირობას დადებენ და მონიტორინგის სისტემას ავაწყობთ წინააღმდეგი არა ვარ. მაგრამ გავაფრთხილე რომ თუ სამშობიარო სახლში სკრინინგის შედეგი არა იმის გამო რომ სმენის პრობლემა იყო არამედ არასწორად ჩატარდა სკრინინგი, შემდგომი კვლევის თანხას არ გადავიხდითთქო, ხოლო ასეთი ბავშვის განმეორებითი სკრინინგი სამშობიარო სახლშივე უნდა ჩატარდეს და არა სპეციალიზებულ დაწესებულებაში. მოკლედ ბევრი ვალიდაციები და ბევრი თავის რკივილები გველოდება.

15 Дек 2017 г. 22:58 пользователь "Vladimer Getia" <khgetia@gmail.com> написал:
მადლობა ეთერი. 5 წუთსი დაგირეკავო ივამ და გავესაუბრები და მოგწერთ საბოლოოდ როგორ გავაკეთოთ. სკრინინგზე მსჯელობისას შეხვედრებზე სულ სხვა მეთოდოლოგია ჩამოაყალიბა და ეხლა რატომ შეცვალა მიდგომა გავერკვევი.

15 Дек 2017 г. 22:39 пользователь "Eter Kipiani" <e.kipiani@ncdc.ge> написал:

ვესაუბრე ივას. მისი აზრით, სასურველია ჩაღრმავებული კვლევებისთვის შეირჩეს 6 დაწესებულება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით (მაგ. ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თბილისი, ასევე, კახეთში და სამცხე-ჯავახეთში შერჩეული ლოკაციები), რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც მეორად სკრინინგს, ასევე, სხვა ჩაღრმავებულ კვლევებს. რაც შეეხება, პერინატალური დაწესებულებებიდან გაწერილი ახალშობილების დაკარგვის რისკს, ორივე შემთხვევაში ერთნაირი ალბათობა არსებობს, რადგან მეორადი სკრინინგისთვის დაბარება ხდება პირველადი კვლევიდან ორი ან სამი კვირის შემდეგ ანუ პაციენტი მაინც გაწერილია პერინატალური დაწესებულებიდან. სხვა ვერსიასაც გვთავაზობს: სამშობიაროს, სურვილის და ადამიანური / ტექნიკური რესურსის არსებობის შემთხვევაში ჰქონდეს ობიექტური აუდიომეტრიის ჩატარების შესაძლებლობა, ანუ თვითონ გააკეთოს როგორც მეორადი სკრინინგი, ასევე ობიექტური (კომპიუტერული) აუდიომეტრია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აქვთ ან შეიძენენ კომპიუტერულ აუდიომეტრს, მაგრამ არ ჰყავთ სპეციალისტი, კვლევა ტექნიკურად განახორციელოს ნეონატოლოგმა, მონაცემები ონლაინ გადასცეს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრს, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს აუდიომეტრიის მონაცემების ინტერპრეტაციას და დასკვნის მომზადებას. ამ შემთხვევაში, სამშობიარო უნდა იყოს აუდიოლოგიის ცენტრის ქვეკონტრაქტორი. ეს მითხრა ტელეფონით საუბრისას და კიდევ, საჭიროდ თუ თვლით, ორშაბათს შევხვდეთო.

 

ჩემი აზრით, პირველადი სკრინინგი უნდა განახორციელონ სამშობიაროებმა (თვითონ ან outsourcing-ით), ხოლო ჩაღრმავებული კვლევების (მათ შორის, მეორადი სკრინინგი) განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ყველა იმ დაწესებულებას, რომელსაც ადგილზე გააჩნია სრული სერვისის მიწოდების შესაძლებლობა (როგორც აღჭურვილობა, ასევე სპეციალისტი).

 

 

From: Vladimer Getia [mailto:khgetia@gmail.com]
Sent: Friday, December 15, 2017 5:34 PM
To: Eter Kipiani
Cc: Eka Adamia; Nino Jvarelia
Subject: RE: 2018
წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების პროექტი

 

მეორადი სკრინინგის საკითხი კარგადაა გასარკვევი, რადგანაც ჩაღრმავებული კვლევები ჩატარდება სულ 3 ან 4 ლოკაციაზე და რეალურად დავკარგავთ ბავშვებს. მეორადი სკრინინგის ვალდებულება პერინატალური დაწესებულებების მხარეს უნდა ყოფილიყო როგორც ოვამ ამიხსნა და იქნებ ივას დავუკავშირდეთ რადგანაც მოსალოდნელია რომ თუ ბავშვი სამშობიაროდან გავიდა შესაძლოა დავკარგოთ. თანაც პორველ ეტაპზე ჩატარებული სკრინინგების ხაროსხიც დაბალი იქნება და ბევრი იარყოფითი პასუხი რამაც შესაძლოა სკრინინგის დისკრედიტაცია გამოიწვიოს. მე აქედან ვცდილობ ივასთან დაკავშირებას მაგრამ ჯერ უშედეგოდ. ოქნებ თქვენც სცადოთ მხოლოდ დავითაშვილის პოზიციით არ გადავწყვიტოთ. ეს გადამწყვეტი საკითხია მთელ სკრინინგში.

 

მადლობა

 

ხვიჩა

 

15 Дек 2017 г. 18:18 пользователь "Eter Kipiani" <e.kipiani@ncdc.ge> написал:

არა ეკა, სამშობიარო მხოლოდ პირველად სკრინინგს აკეთებს, ამასთან, მხოლოდ ის სამშობიაროები (ანაზღაურების გარეშე), რომლებსაც აპარატები გადავეცით.

 

პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის პირველ მარტამდე პერიოდში, პირველ პუნქტს (პირველად სკრინინგს) ახორციელებს აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც ასევე  ჩაღრმავებული კვლევების მომსახურების მიმწოდებელია. პირველი მარტის შემდეგ კი გააკეთებენ სამშობიაროები (სავალდებულო მოთხოვნა), რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ახალშობილებს გადაამისამართებენ სპეციალიზირებულ კლინიკაში ჩაღრმავებული კვლევებისთვის, ანუ პირველ მარტამდე, პირველი პუნქტის მიმწოდებელი ისევ იქნება აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი, პირველი მარტის შემდეგ კი პროგრამა აღარ დაფარავს პირველად სკრინინგს.

 

მეორე და მესამე პუნქტის მიმწოდებელი უნდა იყოს დაწესებულება (ტენდერის შედეგების შესაბამისად), რომელსაც გააჩნია ჩაღრმავებული კვლევების ჩატარების შესაძლებლობა. მეორე პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ ჩაღრმავებულ კვლევებს, მესამე პუნქტი კი უკვე დიაგნოსტირებული პაციენტების მართვას, მიდევნებას და ასევე, ამ პუნქტის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშობიაროებში პირველადი სკრინინგული კვლევების ხარისხის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების მიწოდება და მათი შესრულების Follow up-ი. შეიძლება მეორე და მესამე პუნქტები გავაერთიანოთ და ასეთი რედაქციით ჩავწეროთ:

 

ე.ბ) პირველადი სკრინინგით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების დიაგნოსტიკას და მართვას, მათ შორის:

 

ე.ბ.ა) ახალშობილთა სმენის ჩაღრმავებულ კვლევებს (მეორად სკინინგს, ტიმპანომეტრულ გამოკვლევას და კომპიუტერულ აუდიომეტრიას საჭიროების შესაბამისად);

 

ე.ბ.ბ)  პირველადი სკრინინგით და ჩაღრმავებული კვლევებით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების მართვას და მიდევნებას;

 

ე.ბ.გ) პერინატალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში სკრინინგული კვლევების ხარისხის მონიტორინგს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას (მ.შ. მედპერსონალის განმეორებით ტრენინგს).“

 

 

ოთარ დავითაშვილს ველაპარაკე ჩაღრმავებულ კვლევებთან დაკავშირებით, ანუ მეორადი სკრინინგი ტექნიკურად ზუსტად იგივეა, რაც პირველადი იმ განსხვავებით, რომ მეორადი სკრინინგი ტარდება პირველადი სკრინინგის არაეფექტურობის შემთხვევაში (მაგ. სანაყოფე წყლების ან სხვა მიზეზის გამო). ასეთ შემთხვევებში, ახალშობილი ეწერება სამშობიაროდან და აუდიოლოგიის ცენტრი იბარებს 10 დღის ან ორი კვირის შემდეგ. მეორადი სკრინინგით განსაზღვრავენ ჩაღრმავებული კვლევების (ტიმპანომეტრია, კომპიუტერული აუდიომეტრია) საჭიროებას. თუმცა, როგორც დავითაშვილმა მითხრა მეორადი სკრინინგიც ჩაღმავებულ კვლევებში უნდა იყოსო.

 

 

From: Ekaterine Adamia [mailto:eadamia@moh.gov.ge]
Sent: Friday, December 15, 2017 1:18 PM
To: Eter Kipiani
Cc: Nino Jvarelia; Khvicha Getia Gmail
Subject: RE: 2018
წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების პროექტი

 

ეთო,

 

ე.ბ) ქვეპუნქტის მიმწოდებელი სამშობიარო უნდა იყოს?

 

From: Eter Kipiani [mailto:e.kipiani@ncdc.ge]
Sent: 2017
წლის 15 12, პარასკევი 13:49
To: Ekaterine Adamia
Cc: Nino Jvarelia; Khvicha Getia Gmail
Subject: RE: 2018
წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების პროექტი

 

ეკა, გიგზავნით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის კომპონენტის განახლებულ ფორმულირებას:

 

„ე) ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა, რაც მოიცავს:

 

ე.ა) ახალშობილთა სმენის დარღვევების პირველად სკრინინგს 2018 წლის პირველ მარტამდე პერიოდში;

 

ე.ბ) პირველადი სკრინინგით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების ჩაღრმავებულ კვლევებს, მათ შორის მეორად სკინინგს, ტიმპანომეტრული გამოკვლევას და კომპიუტერულ აუდიომეტრიას;

 

ე.გ)  პირველადი სკრინინგით და ჩაღრმავებული კვლევებით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების მართვას/მიდევნებას და პერინატალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში სკრინინგული კვლევების ხარისხის მონიტორინგს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას (მ.შ. მედპერსონალის განმეორებით ტრენინგს).“

 

პატივისცემით,

ეთო, ნინო

 

From: Ekaterine Adamia [mailto:eadamia@moh.gov.ge]
Sent: Friday, December 15, 2017 2:58 AM
To: Magda Gurabanidze;
mnaskidashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; tmodebadze@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; Besik Datukishvili; Khvicha Getia Gmail; Eter Kipiani; Nino Jvarelia; ltsotsoria@moh.gov.ge; Tea Tavidashvili; Gvantsa Gasviani; Ia Kamarauli; Maia Gotiashvili; Eka Pestvenidze
Cc: Zaza Sopromadze; Nino Berdzuli;
mdarakhvelidze@moh.gov.ge
Subject: 2018
წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების პროექტი

 

მოგესალმებით მეგობრებო,

 

გიგზავნით ,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის სამუშაო ვერსიას (აკლია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის საბოლოო ვარიანტები, რომლებსაც შემოგთავაზებთ დამატებით).

 

(თან ერთვის 2 ფაილი: პროექტი track change-ბით და მის გარეშე)

გთხოვთ, უმოკლეს ვადებში განიხილოთ და მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები.

 

დიდი მადლობა წინასწარ.

 

პატივისცემით,

 

ეკა

ეკატერინე ადამია

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა 

და პროგრამების სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო