| From : | Eter Kipiani <e.kipiani@ncdc.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების პროექტი |
| Cc : | Nino Jvarelia <N.Jvarelia@ncdc.ge>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com> |
| Received On : | 15.12.2017 11:18 |
არა
ეკა, სამშობიარო მხოლოდ პირველად სკრინინგს აკეთებს, ამასთან, მხოლოდ ის სამშობიაროები (ანაზღაურების გარეშე), რომლებსაც აპარატები გადავეცით.
პროგრამის
ფარგლებში, 2018 წლის პირველ მარტამდე პერიოდში, პირველ პუნქტს (პირველად სკრინინგს) ახორციელებს აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც ასევე
ჩაღრმავებული კვლევების მომსახურების მიმწოდებელია. პირველი მარტის შემდეგ კი გააკეთებენ სამშობიაროები (სავალდებულო მოთხოვნა), რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ახალშობილებს გადაამისამართებენ სპეციალიზირებულ კლინიკაში ჩაღრმავებული კვლევებისთვის, ანუ პირველ
მარტამდე, პირველი პუნქტის მიმწოდებელი ისევ იქნება აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი, პირველი მარტის შემდეგ კი პროგრამა აღარ დაფარავს პირველად სკრინინგს.
მეორე
და მესამე პუნქტის მიმწოდებელი უნდა იყოს დაწესებულება (ტენდერის შედეგების შესაბამისად), რომელსაც გააჩნია ჩაღრმავებული კვლევების ჩატარების შესაძლებლობა. მეორე პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ ჩაღრმავებულ კვლევებს, მესამე პუნქტი კი უკვე დიაგნოსტირებული პაციენტების
მართვას, მიდევნებას და ასევე, ამ პუნქტის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშობიაროებში პირველადი სკრინინგული კვლევების ხარისხის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების მიწოდება და მათი შესრულების
Follow
up-ი. შეიძლება
მეორე და მესამე პუნქტები გავაერთიანოთ
და ასეთი რედაქციით
ჩავწეროთ:
ე.ბ) პირველადი სკრინინგით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების დიაგნოსტიკას და მართვას, მათ შორის:
ე.ბ.ა) ახალშობილთა სმენის ჩაღრმავებულ კვლევებს (მეორად სკინინგს, ტიმპანომეტრულ გამოკვლევას და კომპიუტერულ აუდიომეტრიას საჭიროების
შესაბამისად);
ე.ბ.ბ) პირველადი სკრინინგით და ჩაღრმავებული კვლევებით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების მართვას და მიდევნებას;
ე.ბ.გ) პერინატალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში სკრინინგული კვლევების ხარისხის მონიტორინგს და ხარვეზების გამოვლენის
შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას (მ.შ. მედპერსონალის განმეორებით ტრენინგს).“
ოთარ
დავითაშვილს ველაპარაკე ჩაღრმავებულ კვლევებთან დაკავშირებით, ანუ მეორადი სკრინინგი ტექნიკურად ზუსტად იგივეა, რაც პირველადი იმ განსხვავებით, რომ მეორადი სკრინინგი ტარდება პირველადი სკრინინგის არაეფექტურობის შემთხვევაში (მაგ. სანაყოფე წყლების ან სხვა მიზეზის
გამო). ასეთ შემთხვევებში, ახალშობილი ეწერება სამშობიაროდან და აუდიოლოგიის ცენტრი იბარებს 10 დღის ან ორი კვირის შემდეგ. მეორადი სკრინინგით განსაზღვრავენ ჩაღრმავებული კვლევების (ტიმპანომეტრია, კომპიუტერული აუდიომეტრია) საჭიროებას. თუმცა, როგორც დავითაშვილმა
მითხრა მეორადი სკრინინგიც ჩაღმავებულ კვლევებში უნდა იყოსო.
From:
Ekaterine Adamia [mailto:eadamia@moh.gov.ge]
Sent: Friday, December 15, 2017 1:18 PM
To: Eter Kipiani
Cc: Nino Jvarelia; Khvicha Getia Gmail
Subject: RE: 2018 წლის
ჯანმრთელობის
დაცვის
პროგრამების
პროექტი
ეთო,
ე.ბ) ქვეპუნქტის მიმწოდებელი სამშობიარო უნდა იყოს?
From:
Eter Kipiani [mailto:e.kipiani@ncdc.ge]
Sent: 2017 წლის
15 12, პარასკევი 13:49
To: Ekaterine Adamia
Cc: Nino Jvarelia; Khvicha Getia Gmail
Subject: RE: 2018 წლის
ჯანმრთელობის
დაცვის
პროგრამების
პროექტი
ეკა, გიგზავნით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის კომპონენტის განახლებულ ფორმულირებას:
„ე) ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა, რაც მოიცავს:
ე.ა) ახალშობილთა სმენის დარღვევების პირველად სკრინინგს 2018 წლის პირველ მარტამდე პერიოდში;
ე.ბ) პირველადი სკრინინგით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების ჩაღრმავებულ კვლევებს, მათ შორის მეორად სკინინგს,
ტიმპანომეტრული გამოკვლევას და კომპიუტერულ აუდიომეტრიას;
ე.გ) პირველადი სკრინინგით და ჩაღრმავებული კვლევებით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების მართვას/მიდევნებას
და პერინატალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში სკრინინგული კვლევების ხარისხის მონიტორინგს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას (მ.შ. მედპერსონალის განმეორებით ტრენინგს).“
პატივისცემით,
ეთო, ნინო
From:
Ekaterine Adamia [mailto:eadamia@moh.gov.ge]
Sent: Friday, December 15, 2017 2:58 AM
To: Magda Gurabanidze; mnaskidashvili@ssa.gov.ge;
kchkhartishvili@ssa.gov.ge;
tmodebadze@ssa.gov.ge;
igobejishvili@ssa.gov.ge;
Besik Datukishvili; Khvicha Getia Gmail; Eter Kipiani; Nino Jvarelia; ltsotsoria@moh.gov.ge;
Tea Tavidashvili; Gvantsa Gasviani; Ia Kamarauli; Maia Gotiashvili; Eka Pestvenidze
Cc: Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; mdarakhvelidze@moh.gov.ge
Subject: 2018 წლის
ჯანმრთელობის
დაცვის
პროგრამების
პროექტი
მოგესალმებით
მეგობრებო,
გიგზავნით ,,2018
წლის
ჯანმრთელობის
დაცვის
სახელმწიფო
პროგრამების
დამტკიცების
შესახებ"
საქართველოს
მთავრობის
დადგენილების
პროექტის
სამუშაო
ვერსიას (აკლია
ჯანმრთელობის
ხელშეწყობისა
და
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
პროგრამის
საბოლოო
ვარიანტები,
რომლებსაც
შემოგთავაზებთ
დამატებით).
(თან
ერთვის
2 ფაილი:
პროექტი
track change-ბით
და
მის
გარეშე)
გთხოვთ,
უმოკლეს
ვადებში
განიხილოთ
და
მოგვაწოდოთ
თქვენი
შენიშვნები
და
წინადადებები.
დიდი
მადლობა
წინასწარ.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე
ადამია
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
დაცვისა
და
პროგრამების
სამმართველოს
უფროსი
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტრო