ბატონო მამუკა,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემოვიდა სსიპ – ”ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი”-ს გენერალური დირექტორის, ბატონ ამირან გამყრელიძის 2020 წლის 24 აგვისტოს N06/3558 წერილი, რომლითაც გვთხოვს შუამდგომლობას სსიპ - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან, მათთვის, ნიმუშის სახით, უსასყიდლოდ გადაცემული ტესტ-სისტემების რეგისტრაციის გვერდის ავლით შემოტანასთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერვნული ცენტრის სახელზე, სინგაპურის გენომის ინსტიტუტი ნიმუშის სახით აგზავნის კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებს (100 ცალი სწრაფი მარტივი ტესტი, 100 ცალი PCR ტესტი, საჰაერო ზედდებული: 02046200722). ტესტ-სისტემები გამოყენებული იქნება სსიპ ლ. საყარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“მიერ.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და პროდუქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანახმაა განხორციელდეს წარმოდგენილი ტესტ-სისტემების (ნიმუშების) საქართველოში შემოტანა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდგომი პროცედურების განხორციელებისას.
პატივისცემით,