| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Manana Tavtetrishvili <mtavtetrishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | paketi |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 10.09.2020 13:17 |
| Attachments : |
მანჩო გაიარე რა ეკასთან, ასევე ნახეთ პროექტებში რამდენად სწორია ის ჩასოწრებები.
ეკონომიკის შენიშვნა:
,2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით გვაქვს შენიშვნა, კერძოდ განმართებით
ბარათში მითითებულ ინფორმაციაზე.
- 2020 წლის 1 სექტემბრიდან დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს COVID-19 დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ აუნაზღაურდებათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგიური
საფრთხეების მაქსიმალურად თავიდან არიდების მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდეს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ნაცვალგების პრინციპით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ
პირებზე, კერძოდ, აღნიშნული კონტიგენტისთვის საჭირო PCR კვლევა და ასევე, მძღოლების შემთხვევაში, დამატებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები ანაზღაურებულ იქნას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამასთან, 2020 წლის 15 სექტემბრიდან ნაცვალგების პრინციპით ქვეყნის
ტერიტორიაზე შემოსულ პირებს PCR კვლევის ჩატარება მოუწევთ საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აუნაზღაურდებათ მხოლოდ N164 განკარგულების დანართი N2-ს შენიშვნის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული PCR კვლევა, თერმოსკრინინგით 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის
დაფიქსირების შემთხვევაში.
მიზანშეწონილია, პროექტის ავტორის მიერ გადაიხედოს განმარტებით ბარათში ზემოაღნიშნული ჩანაწერი და მისი შესაბამისობა პროექტის ძირითად ტექსტთან.