| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Goguadze.tamta@gmail.com |
| Subject : | list of Red and Green Countries |
| Cc : | garveladze@moesd.gov.ge; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.07.2020 15:27 |
| Attachments : |
ძვირფასო ხათუნა და კოლეგებო
დიდი მადლობა ქვეყნების სიის მომზადებისთვის ინციდენტობის და ტესტირების რაოდენობების მიხედვით. ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოში ვიმსჯელეთ და შევჯერდით ასეთ სცენარზე: ტესტირების საშუალო, საშუალოზე მაღალი და მაღალი მაჩვენებლის ქვეყნები, რომელთა ინციდენტობა არის საშუალოზე დაბალი ან დაბალი- მივიჩნიოთ მწვანე ქვეყნებად (ორივე პირობის დაცვა აუცილებელია).
ქვეყნები რომელთა ტესტირების მაჩვენებელი არის დაბალი, დაბლიდან საშუალომდე, ხოლო ინციდენტობა საშუალო, საშაულოზე მაღალი და ძალიან მაღალი მივიჩნიოთ წითელ ქვეყნებად.
დაყოფა რა თქმა უნდა პირობითია და პრაქტიკული მიზნებისთვის ხდება, ამიტომ კარგი იქნება გაგვიზიაროთ თქვენი პოზიციაც რომ შევჯერდეთ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Khatuna Zakhashvili [mailto:episurv@ncdc.ge]
Sent: 27 July, 2020 15:02
To: Tamar Gabunia
Subject:
ქალბატონო თამარ,
გიგზავნით კოვიდ-19-ის საერთშორისო ზედამხედველობის ფაილს, რომელიც შეიცავს 26 ივლისის მდგომარეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით 14-დღიან კუმულაციურ ინციდენტობას 100,000 მოსახლეზე და ასევე 1 მილიონ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობას.
პატივისცემით,
ხათუნა