From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Levan Baidoshvili <L.Baidoshvili@ncdc.ge>
Subject : Testing Strategies
Cc : Goguadze.tamta@gmail.com; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Vladimer Getia <khgetia@gmail.com>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 30.09.2020 11:48
Attachments :

ძვირფასო კოლეგებო

 

სკრინინგის მიზნებისთვის ტესტირების ოპტიმიზაციის მიზნით ვიმსჯელეთ შემდეგ ცვლილებებზე:

1.       აჭარაში საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირებისთვის რვა დღის დასრულების შემდეგ- მეცხრე დღეს დილით გამოვიყენოთ ანტიგენ ანტისხეულის სწრაფი ტესტირება და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში პირი დაექვემდებარება კარანტინიდან გამოთავისუფლებას. დადებითი პასუხის შემთხვევაში გადამოწმება მოხდება პჯრ ტესტით.  ეს მოგვცემს აჭარაში 300 პჯრ ტესტის რესურსის გამოთავისუფლების საშუალებას, რაც ძალიან მნიშნელოვანია ამ სიტუაციაშია შიდა კონტაქტების გამოკვლევისა და სამედიცინო დაწესებულებებში პირების ტესტირებისთვის. ანტიგენ-ანტისხეულის სწრაფი ტესტის საჭირო მარაგი თვეში იქნება 9000 (30* 300). სხვა რეგიონებს ჯერ -ჯერობით ამგვარი მიდგომით ვერ მოვიცავთ.

2.       მოიხსნას კარანტინიდან და თვითიზოლაციიდან გამოსასვლელი პირებისთვის 12-დღეს განმეორებითი პჯრ ტესტირების აუცილებლობა- გაფრთხილებით, რომ თუ რაიმე სიმპტომი შენიშნა მიმართოს ექიმს.

3.       თვითიზოლაციაში გადასვლამდე შენარჩუნდეს საწყისი პჯრ ტესტირება. ასევე ტესტირება მერვე დღეს- ამოიხსნას მხოლოდ მეთორმეტე დღეს ტესტირების ვალდებულება.

 

გთხოვთ განიხილოთ და დაგვიბრუნდეთ კომენტარებით.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0