| From : | Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | SSA მონაცემთა საჭიროება კვლევისთვის_ შუამდგომლობის თხოვნა |
| Cc : | Aleko Turdziladze Gmail <turdziladze@gmail.com>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; eadamia@moh.gov.ge; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; davit.baliashvili@emory.edu; Natalia Adamashvili <n.adamashvili@ncdc.ge> |
| Received On : | 21.07.2020 09:52 |
ქალბატონო თამარ,
მოგახსენებთ, რომ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან და ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს კვლევას „ტუბერკულოზისა და
C ჰეპატიტის კოინფექციის ეპიდემიოლოგია საქართველოში“. აღნიშნული კვლევის ფარგლებში შეისწავლება
C ჰეპატიტის მოვლის კასკადი ტუბერკულოზისა და
C ჰეპატიტის კოინფექციის მქონე პაციენტებში, ასევე შეფასდება, ზრდის თუ არა
C ჰეპატიტი ტუბერკულოზის პროგრესირებისა და რეციდივის რისკს და როგორია სიკვდილობა კოინფიცირებულ პაციენტებში. კვლევისთვის გამოიყენება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ეპიდზედამხედველობის ბაზები
დეპერსონალიზირებული სახით. კვლევა განიხილა და დაამტკიცა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამეცნიერო კომიტეტმა. კვლევის ეთიკური მხარე განიხილა და ნებართვა გასცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის,
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და ემორის უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოებმა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის შესწავლაც აუცილებელია,
არის პაციენტთა სოციო-ეკონომიკური სტატუსი, რომლის განსასაზღვრად გვესაჭიროება სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარება, რათა საკვლევ პოპულაციაში შემავალი პაციენტები გადადარდეს შესაბამის ბაზებს და გადამოწმების შემდეგ ინფორმაცია მოგვეწოდოს დეპერსონალიზებული
სახით, პაციენტის მიკვლევადობის ყველანაირი კომპონენტის ამოშლით, მხოლოდ უნიკალური პაციენტის იდენტიფიცირების საშუალებით.
გთხოვთ თქვენს შუამდგომლობას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად.
საკონტაქტო პირი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან:
ნატალია ადამაშვილი, გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი
ელ. ფოსტა:
n.adamashvili@ncdc.ge
ტელეფონი: +995 599 91 22 99
საკონტაქტო პირი ემორის უნივერსიტეტიდან:
დავით ბალიაშვილი, კვლევის მთავარი მკვლევარი
ელ. ფოსტა:
davit.baliashvili@emory.edu
ტელეფონი: +1 4047911336; +995598552655
პატივისცემით,
Irma khonelidze
Deputy Director General, MPA
National Center for Disease Control and Public Health