From : Mariam Petriashvili <m_petriashvili@yahoo.com>
To : Vera Baziari <vbaziari@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge>; Irma Burduladze <iburduladze@moh.gov.ge>; Eka Kapanadze <ekapanadze@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Ani Tomadze <atomadze@moh.gov.ge>; Giorgi Gholijashvili <ggolijashvili@moh.gov.ge>; zaza bokhua <zbokhua@yahoo.com>; maillela69@gmail.com; khatuna_lomouri@hotmail.com; maikouchaneishvili@yahoo.com; kintraia@hotmail.com; akaki.bakradze@yahoo.com; nodarzal@yahoo.com; mnemsadze@gmail.com
Subject : Re:
Received On : 17.08.2020 15:16

ქ-ნო ვერიკო, 
პატივცემულო კოლეგებო,
გავეცანი რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებილ ანგარიშს დონის მაძიებელი დაწესებულებების შესახებ.

პირველ რიგში, ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ კარგი იქნებოდა ასეთი საკითხების განხილვა ონლაინ რეჟიმში,  რადგან პირადად ჩემთვის  დიალოგის და ინტერაქტივის რეჟიმში უფრო ადვილი იქნებოდა ინფორმაციის დაზუსტება და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება. 

რაც შეეხება დაწესებულებებისთვის მოთხოვნილი დონის მინიჭების შესახებ: ჩემს პოზიციას: 

1. ავერსის კლინიკა, მარნეული  - II დონე;

- თანახმა ვარ. 

2. ჯეო-ჰოსპიტალსი, მარნეული, II-III დონე;

- თანახმა ვარ. 

3. ბათუმი- ევექსი- ვინაიდან ფართი წინააღმდეგობაში მოდის ბრძანებასთან, - და მიმაჩნია, რომ ეს არის მეტად პრინციპული საკითხი II/III დონის მაძიებელი დაწესებულებისთვის, ამიტომ 

წინააღმდეგი ვარ

4. ქუთაისის ბომონდი- III დონის მინიჭება- 
რამდენადაც მახსოვს, ამ დაწესებულებისთვის მე-3 დონის მინიჭების საკითხი არ ყოფილა განხილული რეგიონალიზაციის საბჭოზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია დასაბუთებული განხილვა ამ რეგიონში კიდევ ერთი მე-3 დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გახსნის მიზანშეწონილობაზე გაიმართოს ცალკე მსჯელობა, აგრეთვე, დაწესებულების პირველადი შემოწმება ახალი, უფრო მაღალი დონის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდეს რეგულირების სააგენტოს და რეგიონალიზაციის ჯგუფის წევრი ექსპერტ-სპეციალისტების ჩართულობით.
 აღნიშნული მოსაზრებებიდან 

გამომდინარე, წინააღმდეგი ვარ. 

5. ფოთის დაწესებულება-II დონის მინიჭება- 

თავს შევიკავებ

პატივისცემით, 

მარიკა პეტრიაშვილი

Sent from Yahoo Mail for iPhone

On Monday, August 17, 2020, 13:22, Vera Baziari wrote:

მოგესალმებით კოლეგებო,

 

დღეს ჩაინიშნა პერინატალური რეგიონალიზაციის სამუშაო ჯგუფის სხდომა. როგორც თქვენთვის ცნობილია დაწესებულებათა უმრავლესობა საჭიროებს პერინატალური დონის განმეორებით მინიჭებას, ამასთანავე რომ არ შეიქმნას სერვისის მიწოდების უწყვეტობის პრობლემა, საჭიროა სხდომების ხშირი ჩანიშვნა.

 

შეთანხმებისამებრ და არსებული რეალობიდან გამომდინარე, პანდემიასთან მიმართებაში, სხდომაზე განსახილველ საკითხებს მოგაწვდით ელ-ფოსტაზე.

 

წერილს თან ახლავს რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული, დღეს განსახილველი კლინიკების შესახებ ინფორმაცია. გთხოვთ გაეცნოთ და დღის ბოლომდე (საღამოს საათებშიც) წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრება, შენიშვნები და გადაწყვეტილება დონის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

ვერიკო ბაზიარი