From : Levan Baidoshvili <L.Baidoshvili@ncdc.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>
Subject : Re: Testing Strategies
Cc : Goguadze.tamta@gmail.com; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ekaterine Zhorzholiani <E.Zhorzholiani@ncdc.ge>
Received On : 30.09.2020 15:43
Attachments :

ქალბატონო თამარ,


წარმოდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით ჩემი აზრით:

- პირველ პუნქტს ალბათ უნდა დაემატოს - სწრაფი ტესტირება განხორციელდება საკარანტინე სივრცეში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მიერ ;


გარდა აღნიშნულისა:

დადასტურების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ, საზჯანდაცვის ცენტრი ეპიდჯგუფების მიერ  ახორციელებს ოჯახის წევრებზე ნიმუშების აღებას და განმეორებით რამდენიმე დღის შემდეგაც, ანუ უხშირესად 2-ჯერ.   იქნებ პირველ კვლევის ნაცვლად ოჯახს მიეცეს კოჰორტული თვითიზოლაციის რეკომენდაცია, კლინიკური ნიშნების გამოვლენისას მიმართონ 112-ს, ხოლო მათთვის ნაცხების აღება მოხდეს ოჯახში ბოლო დადასტურებული შემთხვევის დღიდან, მხოლოდ მე-12 დღეს.  


პატივისცემით,

ლევან ბაიდოშვილი


From: Tamar Gabunia
Sent: Wednesday, September 30, 2020 15:48:05
To: Amiran Gamkrelidze; Khatuna Zakhashvili; Paata Imnadze; Gvantsa Gasviani; Levan Baidoshvili
Cc: Goguadze.tamta@gmail.com; Ekaterine Tikaradze; etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze; Khvicha Getia Gmail; Ekaterine Adamia
Subject: Testing Strategies
 

ძვირფასო კოლეგებო

 

სკრინინგის მიზნებისთვის ტესტირების ოპტიმიზაციის მიზნით ვიმსჯელეთ შემდეგ ცვლილებებზე:

1.       აჭარაში საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირებისთვის რვა დღის დასრულების შემდეგ- მეცხრე დღეს დილით გამოვიყენოთ ანტიგენ ანტისხეულის სწრაფი ტესტირება და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში პირი დაექვემდებარება კარანტინიდან გამოთავისუფლებას. დადებითი პასუხის შემთხვევაში გადამოწმება მოხდება პჯრ ტესტით.  ეს მოგვცემს აჭარაში 300 პჯრ ტესტის რესურსის გამოთავისუფლების საშუალებას, რაც ძალიან მნიშნელოვანია ამ სიტუაციაშია შიდა კონტაქტების გამოკვლევისა და სამედიცინო დაწესებულებებში პირების ტესტირებისთვის. ანტიგენ-ანტისხეულის სწრაფი ტესტის საჭირო მარაგი თვეში იქნება 9000 (30* 300). სხვა რეგიონებს ჯერ -ჯერობით ამგვარი მიდგომით ვერ მოვიცავთ.

2.       მოიხსნას კარანტინიდან და თვითიზოლაციიდან გამოსასვლელი პირებისთვის 12-დღეს განმეორებითი პჯრ ტესტირების აუცილებლობა- გაფრთხილებით, რომ თუ რაიმე სიმპტომი შენიშნა მიმართოს ექიმს.

3.       თვითიზოლაციაში გადასვლამდე შენარჩუნდეს საწყისი პჯრ ტესტირება. ასევე ტესტირება მერვე დღეს- ამოიხსნას მხოლოდ მეთორმეტე დღეს ტესტირების ვალდებულება.

 

გთხოვთ განიხილოთ და დაგვიბრუნდეთ კომენტარებით.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0