From : Ekaterine Cherkezishvili <echerkezishvili@bmj.com>
To : Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge>; eadamia@moh.gov.ge; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>
Subject : Re: Requested documents from BMJ
Cc : Eka Kapanadze <ekapanadze@moh.gov.ge>
Received On : 25.08.2020 09:25

მოგესალმებით კოლეგებო,
 
ბატონო ამირან ბოდიში აქამდე რომ არ შეგეხმიანეთ. სამინისტროსთან საუბრის შემდეგ ვიფიქრე საუბრის გაგრძელების საუკეთესო ფორმატი ეს იქნებოდა. გეთანხმებით პანდემია უნიკალური გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, თუმცა განახლებული სამედიცინო  მტკიცებულებების ხელმისაწვდომობის საკითხს პირიქით ამწვავებს. და თუნდაც განათლების სამინისტროს მაგალითი მოწმობს რომ ასეულ ათასობით მოსწავლისა და ათასობით მასწავლებლის რეგისტრაცია ონლაინ სისტემაში პანდემიის პირობებშიცაა შესაძლებელი. როგორც კიდევ ერთხელ, 5000 ექიმის რეგისტრაცია სამინისტროს მიერ მემორანდუმით აღებული ვალდებულებაა და ეს წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. თუმცა რომელ სტრუქტურაში უნდა მოხდეს მისი გადანაწილება ეს მთლიანად ქართული მხარის გადასაწყვეტია. თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ შემიძლია ამ ლიცენზიების ათვისება კერძო (ჰოსპიტალურ) სექტორს შევთავაზო, თუმცა როგორც ალბათ ქალბატონი ეკა და ლელა დამეთანხმებიან ეს სახელმწიფოს პრიორიტეტებს არ ეთანხმება.

რესურსების ხარისხსა და მათ მნიშვნელობაზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ. თუნდაც ერთ-ერთი სოფლის ექიმის ვებინარზე გაჟღერებული აზრი შემიძლია გავიმეორო, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ პაციენტთან ვგრძნობ მარტო არ ვარ და ნებისმიერ დროს შემიძლია წამში დავრწმუნდე რამდენად შეესაბამება ჩემი გადაწყვეტილება უახლეს მტკიცებულებებს. მეორე მხრივ ისეთი მარტივი საკითხიც კი როგორც რეგისტრაციაა კლინიცისტებისთვის შეიძლება გაპრობლემდეს (არასწორი კოდის შეყვანა, რეგისტრაციის არასწორი გზის არჩევა, გამოყენების პოლიტიკაზე თანხმობის მონიშვნის გამორჩენა, სულ რამდენიმე საკითხია მრავალი შესაძლოდან რაც დაკავებულ ექიმის მხრიდან რესურსების მიმართ იმედგაცრუებას გამოიწვევს). ის ფაქტი რომ თქვენი სტრუქტურიდან ჩვენს პორტალზე არსებულ ინტერესის დაფიქსირების ფორმის შევსების რამდენიმე ათეული შემთხვევაა დაფიქსირებული მოწმობს რომ ინფორმაციის მიწოდების ნაწილშიც პრობლემა გვაქვს. (ეს გზა მხოლოდ იმ ექიმებისთვისაა ვისი დაწესებულებაც სამინისტროს პრიორიტეტებში ვერ ხვდება და დამქირავებელი უფასო წვდომას ვერ ანიჭებს).  

სოფლის ექიმების რეგისტრაციის პრობლემა შეიძლება იუნისეფის მიერ მათთვის სმარტფონების შეძენისა და გადაცემის კონტექსტში მოგვარდეს (აპლიკაციის წინასწარი ჩატვირთვის ჩათვლით, რის პრაქტიკულ განხორციებასაც BMJ აიღებს თავის თავზე. ასე რომ სურვილის შემთხვევაში მხოლოდ სასწრაფოს ექიმების რეგისტრაციის მარტივი გზა გვაქვს მოსაძებნი. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ და სამინისტრო ჩათვლით რომ თქვენს სტრუქტურაში ამ ხარისხის რესურსებზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. 

საუკეთესო სურვილებით და შემდგომი თანამშრომლობის იმედით,

ეკა ჩერქეზიშვილი   




Ekaterine Cherkezishvili, MD, MPH
BMJ Country Implementation Lead
BMJ Clinician Decision Support (CDS)Training Initiative Project
Mobile: +995 514 44 31 13


On Wed, 22 Jul 2020 at 22:44, Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge> wrote:

მოგესალმებით ქალბატონო ეკა,

ვფიქრობ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და არსებული პანდემიის ფონზე, რეგისტრაციის დაბალი აქტრივობა ლოგიკურიც შეიძლება იყოს. ჩვენი შეხვედრის შემდგომ, თუ სწორად მახსოვს, აღნიშნული რეგისტრაციის ასათვისებელი რაოდენობა არ წარმოადგენდა ცენტრის ვალდებულებას და ეს ყველა ექიმისთვის არის ნებაყოფლობითი.

აქვე ავღნიშნავ, რომ არაერთ ონლაინ ტრენინგში არის ჩართული ცენტრის სამედიცინო პერსონალი კოვიდ ინფექციასთან მიმართებაში და შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში რთული იქნება გაზრდა რეგისტრირებული იუზერების, რაზეც ვფიქრობ გავლენა სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა იქონია. აღნიშნული პროექტი პანდემიის დაწყებამდე დაიგეგმა და შესაძლებელია მოლოდინები იყო მეტი იუზერის რეგისტრაციის, თუმცა კვლავ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ აღნიშნულ პროექტში ჩართვა თავშივე ნებაყოფლობითი პირობა იყო სამედიცინო პერსონალის მიერ და პანდემიის ფონზე დაბალია მათი აქტივობა.


From: Ekaterine Cherkezishvili <echerkezishvili@bmj.com>
Sent: Tuesday, July 21, 2020 12:49 PM
To: Amiran Gogitidze; Eka Kapanadze
Subject: Re: Requested documents from BMJ
 
მოგესალმებით ბატონო ამირან და ქალბატონო ეკა,

როგორც მოგეხსენებათ 2019 წლის ნოემბერში გაფორმებული მემორანდუმით, სამინისტროს აქვს აღებული ვალდებულება, გაანაწილოს უწყვეტი პროფესიული განვითარების რესურსებზე წვდომის 5000 ლიცენზია წელიწადში. ჩვენი მოლაპარაკებით წლის დასაწყისში თქვენს ქსელში რეალურად 1500 ლიცენზიის განაწილება ჩათვალეთ (500 თბილისი და 100-100 თითოეულ რეგიონში). სადღეისოდ 2020 წელს თქვენი ქსელიდან 384 ექიმია დარეგისტრირებული, რაც მოთხოვნილის მეოთხედიც არ არის.

სირთულეების მიუხედავად, ალბათ დამეთანხმებით სწორად თქვენი სექტორშია პრიორიტეტული ამ რესურსების განაწილება და როგორც ჩვენი გამოცდილება გვაჩვენებს შეზღუდული კომპიუტერული უნარების მიუხედავად ინტერესი საკმაოდ დიდია, რასაც ვებინარებზე ექიმების გამოსვლებიც ცხადყოფს. როგორც კერძო სექტორიდან მიღებული გამოცდილება გვაჩვენებს მენეჯმენტის მხრიდან აქტიური ჩართულობისა და ხელშეწყობის გარეშე საკუთარი სურვილით მხოლოდ ექიმების მეათედი იყენებს რესურსებს. მენეჯმენტის ჩართულობით კი წარმატების მრავალი მაგალითია: ჩვენს პორტალზე გამოქვეყნებული წარმატების ისტორიები, 5 პოსტერ-პრეზენტაცია https://internationalforum.bmj.com/. და ა.შ.

იქნებ კიდევ ერთხელ ვიფიქროთ რა სახით შეგვიძლია რეგისტრაციის გაზრდა. ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ როგორც დასწრებული ისევე ონლაინ ტრენინგები. ან დავამთხვიოთ თქვენს სხვა ღონისძიებებს. 

მოგეხსენებათ BMJ-ს თავის მხრივ რეპორტინგი აქვს სამინისტროსთან და დონორთან, და ასეთი სტატისტიკა კარგი კუთხით არ გვაშუქებს. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი სასწრაფოდ მთხოვს პასუხს თუ არის საჭირო DTRA-მ მინისტრთან შეხვედრა მოითხოვოს რეგისტრაციის დაბალი ტემპის საკითხზე, და ნამდვილად მირჩევნია ეს საკითხი უცხოელების ჩარევის გარეშე გადაწყდეს.

დიდი მადლობა ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.

საუკეთესო სურვილებით,

ეკა ჩერქეზიშვილი     

 Ekaterine Cherkezishvili, MD, MPH
BMJ Country Implementation Lead
BMJ Clinician Decision Support (CDS)Training Initiative Project
Mobile: +995 514 44 31 13


On Wed, 29 Jan 2020 at 17:10, Ekaterine Cherkezishvili <echerkezishvili@bmj.com> wrote:
ბატონო ამირან და ქალბატონო ეკა,

როგორ ბრძანდებით? საკმაოდ დიდი ზეწოლა მაქვს სათავო ოფისიდან რეგისტრაციასთან დაკავშირებით, თან კერძო სექტორი საკმაოდ ინტენსიურად ითხოვს წვდომას. თუ რაოდენობის დადგენა პრობლემაა, იქნებ რეგისტრაციის პრინციპზე შევთანხმებულიყავით,
 წინა პროექტში როგორც გაჩვენეთ 10 რეგიონი გვქონდა გამოყოფილი:
Adjara
Imereti
Kakheti
Guria
Samegrelo
Mtsketa
Racha
Samtskhe
Kvemo Kartli
Shida Kartli
ახლაც იგივე(+თბილისი) გთავაზოთ. სოფლის და სასწრაფოს ექიმები ერთი და იმავე კოდით დარეგისტრირდებიან და რეგისტრაციისა და გამოყენების მონაცემებშიც, რეგიონის მიხედვით ჩაშლას შევძლებთ, სასწრაფო და სოფლის ექიმები კი ერთად იქნება. 

თუ ეს დაყოფა თქვენთვის მისაღებია, თითოეულ რეგიონში დამჭირდება საკონტაქტო პირი (თანამდებობა, ტელეფონი, ელ.ფოსტა) რეგისტრში შესატანად. სხვა შემთხვევაში მოვილაპარაკოთ საუკეთესო ვარიანტზე.

შეთანხმებიდან რეგისტრაციის დაწყება სავარაუდოდ მეორე დღესვე შეგვეძლება. იდეალურ ვარიანტი იქნება საკონტაქო პირებისთვის საერთო პრეზენტაცია ტრენინგი (ან რუტინულ/უკვე დანიშნულ შეხვედრაზე გარკვეული დროის გამოყოფა), რომ შემდეგ ექიმები თვითონ დაარეგისტრირონ. თბილისში ტრენინგის ჩატარებაც ნებისმიერ დროს შეიძლება. რეგიონებზეც გეგმაზე შევთანხმდეთ (მაგალითად უკვე დანიშნულ ტრენინგ/შეხვედრებს დავამთხვიოთ). უკიდურეს ვარიანტში საკონტაქტო პირების გარკვევა ტელეფონით/მეილითაც შეიძლება. (რეგისტრაციის პროცესი ძალიან მარტივია, რესურსების სტრუქტურა და შესაძლებლობები კი სჯობია ნახონ)

სავარაუდო რაოდენობა მაინც მჭირდება დანარჩენი ლიცენზიების გადანაწილების განსაზღვრისთვის, თუმცა თუ დარეგისტრირებულთა რაოდენობა ვაჩვენე, სავარაუდოდ მომცემენ უფლებას დრო კიდევ გავწელო კერძო სექტორთან მიმართვამდე.

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.

საუკეთესო სურვილებით, 
Ekaterine Cherkezishvili, MD, MPH
BMJ Country Implementation Lead
BMJ Clinician Decision Support (CDS)Training Initiative Project
Mobile: +995 514 44 31 13


On Wed, 22 Jan 2020 at 16:30, Ekaterine Cherkezishvili <echerkezishvili@bmj.com> wrote:
ბატონო ამირან და ქალბატონო ეკა,

დიდი მადლობა გუშინდელი შეხვედრისთვის. შეთანხმებისამებრ გიგზავნით შესაბამის დოკუმენტებს. როგორც გითხარით დონორი სასწრაფოდ გვთხოვს წვდომის ლიცენზიების შეთანხმებულ გეგმას, ამისთვის პირველ რიგში მჭირდება თქვენთვის საჭირო ლიცენზიების რაოდენობა, შემდეგ კი რეგიონებში საკონტაქტო პირების მონაცემები. 

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ველოდები თქვენს გადაწყვეტილებას.

საუკეთესო სურვილებით და წარმატებული თანამშრომლობის იმედით,

ეკა ჩერქეზიშვილი


Ekaterine Cherkezishvili, MD, MPH
BMJ Country Implementation Lead
BMJ Clinician Decision Support (CDS)Training Initiative Project
Mobile: +995 514 44 31 13


BMJ is a healthcare knowledge provider with a vision for a healthier world. We share knowledge and expertise to improve healthcare outcomes. This email and any attachments are confidential. If you have received this email in error, please delete it and kindly notify us. If the email contains personal views then BMJ accepts no responsibility for these statements. The recipient should check this email and attachments for viruses because the BMJ accepts no liability for any damage caused by viruses. Emails sent or received by BMJ may be monitored for size, traffic, distribution and content. BMJ Publishing Group Limited trading as BMJ. A private limited company, registered in England and Wales under registration number 03102371. Registered office: BMA House, Tavistock Square, London WC1H 9JR, UK.



BMJ is a healthcare knowledge provider with a vision for a healthier world. We share knowledge and expertise to improve healthcare outcomes. This email and any attachments are confidential. If you have received this email in error, please delete it and kindly notify us. If the email contains personal views then BMJ accepts no responsibility for these statements. The recipient should check this email and attachments for viruses because the BMJ accepts no liability for any damage caused by viruses. Emails sent or received by BMJ may be monitored for size, traffic, distribution and content. BMJ Publishing Group Limited trading as BMJ. A private limited company, registered in England and Wales under registration number 03102371. Registered office: BMA House, Tavistock Square, London WC1H 9JR, UK.