From : Vera Baziari <vbaziari@moh.gov.ge>
To : Nodar Zaldastanishvili <nodarzal@yahoo.com>; Mamuka Nemsadze <mnemsadze@gmail.com>
Subject : Re: Re:
Cc : Ani Tomadze <atomadze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Eka Kapanadze <ekapanadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Giorgi Gholijashvili <ggolijashvili@moh.gov.ge>; Irma Burduladze <iburduladze@moh.gov.ge>; Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; akaki.bakradze@yahoo.com; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; khatuna_lomouri@hotmail.com; kintraia@hotmail.com; m_petriashvili@yahoo.com; maikouchaneishvili@yahoo.com; maillela69@gmail.com; zaza bokhua <zbokhua@yahoo.com>
Received On : 18.08.2020 14:36

მოგესალმებით კოლეგებო,


დიდი მადლობა აქტიურობისა და თანამშრომლობისთვის, პირველ რიგში ვაფიქსირებ ჩემს თანხმობას თითოეულ კლინიკასთან მიმართებაში შემოთავაზებულ გადაწყვეტილებასთან. გულდასაწყვეტია ბათუმის დედათა ბავშვთასთან წარმოქმნილი პრობლემა, მაგრამ 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კლინიკისა და ქსელისთვის ცნობილი იყო, რომ 2020 წელს ისინი დადგებოდნენ ამ პრობლემის წინაშე და უნდა ეზრუნათ ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე, ქსელის ხარისხის მენეჯერი საქმის ყურშია და სასწრაფო წესით უკვე დაიწყეს ბლოკების გაფართოება, პირველ ოქტომბრამდე სერვისის მიწოდებაში წყვეტა არაა და საკითხი მოგვარდება. 


მოგეხსენებათ პერინატალური რეგიონალიზაციის წარმატება და სიცოცხლისუნარიანობა გადის მხოლოდ ობიექტურ და ყველასთვის თანაბარ მიდგომაზე აქ არ ყოფილა და არც იქნება გამონაკლისები, წესი ყველასთვის წესია და სავალდებულოდ შესასრულებელი. რაც შეეხება საწოლთა რაოდენობას, რადგან ვერ მოხერხდა ლიმიტირება რეგულაციის დონეზე, ჯანსაღი კონკურენცია საუკეთესო საშუალებაა ხარისხის შესანარჩუნებლად. 


რაც შეეხება ბომონდს, თქვენ იცით ასევე ჩემი ხისტი დამოკიდებულება საწოლფონდთან დაკავშირებით, მაგრამ იმერეთის რეგიონში ჯასაღი კონკურენციისთვის,  არ ვარ წინააღმდეგი არსებობდეს კიდევ ერთი მე-3 დონის სერვისის მიმწოდებელი, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს ნორმატიულად განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას. თუ თვლით, რომ რეგულაცია გასამკაცრებელია, მაშინ გადავხედოთ და გავამკაცროთ, მე თანახმა ვარ, მაგრამ ეს იქნება ყველასთვის თანაბრად შესასრულებელი და როგორც ვხედავ მცირეოდენ გამკაცრებასაც და შეზღუდვებს ხშირად ძალიან მტკივნეულად აღიქვამთ.


პატივისცემით,

ვერიკო ბაზიარი

პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის კოორდინატორი


From: Nodar Zaldastanishvili
Sent: Monday, August 17, 2020 7:02 PM
To: Vera Baziari; Mamuka Nemsadze
Cc: Ani Tomadze; Avtandil Talakvadze; Eka Kapanadze; Ekaterine Adamia; Giorgi Gholijashvili; Irma Burduladze; Kakhaber Shalikadze; Marine Baidauri; Tamar Gabunia; Zaal Kapanadze; akaki.bakradze@yahoo.com; giorgi chavchavadze; khatuna_lomouri@hotmail.com; kintraia@hotmail.com; m_petriashvili@yahoo.com; maikouchaneishvili@yahoo.com; maillela69@gmail.com; zaza bokhua
Subject: Re: Re:
 
მოგესალმებით კოლეგებო,
ვეთანხმები ბატონი მამუკას მოსაზრებას, რომ ონლაინ რეჟიმში სხდომის ჩატარება ბევრად პროდუქტიულია მოსაზრებების გაზიარების და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით.
თუ ვერ ხერხდება ასეთი შეხვედრის მოწყობა, მოგახსენებთ ჩემს თანხმობას  ავერსის კლინიკა(მარნეული), ჯეოჰოსპიტალსი (მარნეული), კლინიკა ბომონდი (ქუთაისი), ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდისთვის მოთხოვნილი დონის მინიჭების თაობაზე.
პატივისცემით,
ნოდარ ზალდასტანიშვილი

On Monday, August 17, 2020, 06:50:13 PM GMT+4, Mamuka Nemsadze wrote:


მოგესალმებით, კოლეგებო!

საბჭოს მუშაობის დისტანციური რეჟიმი ძალიან მოგვეხმარებოდა ყველას აზრის მოსმენასა და მართებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება საბჭოს სესიის მიწყობა ონლაინ rეჟიმში, რომელიმე პლათფორმაზე. საბჭოს წევრების უმრავლესობა ატარებს ონლაინ ლექციებს და ამ ფორმით შეხვედრის ჩატარება, ყველას მოეხსენება, უადვილესია. 

ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ საბჭოს სხდომა ჩატარდეს ონლაინ, რათა წარმოვადგინოთ პოზიცია არსებულ საკითხებზე. 

თუკი ასეთი შეხვედრა შეუძლებელია, რაღა გაეწყობა, გადავიკითხავთ წერილებს და მოვალეობის მოხდის მოხდის მიზნით, გამოვაგზავნით თანხმობას.

პატივისცემით, 
მამუკა ნემსაძე

On Mon, Aug 17, 2020 at 14:00 Vera Baziari <vbaziari@moh.gov.ge> wrote:

კოლეგებო,

 

დამატებით გთხოვთ  ყურადღებას    მეორე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება .ბათუმის  ევექსის ქსელის   ,,დედათა და ბავშვთა  ცენტრს",   სადაც დაფიქსირდა  სამშობიარო  ბლოკ-პალატების    ფართობის     შეუსაბამობა  კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი   პოზიცია.

 

პატივისცემით,

ვერიკო ბაზიარი 

--
მამუკა ნემსაძე, მეან-გინეკოლოგი,
სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების უფროსი,
მე-5 კლინიკური საავადმყოფო "ღია გული" (ყოფილი მე-5 სამშობიარო სახლი)
თემქა, მე-11 მ/რ, I კვარტ, თბილისი, 0141, ტელ 032 214 66 52
https://goo.gl/maps/gUFdWMwXh7L2
Mob: +99599 567020; +99577 595505