| From : | Javara Ugrekhelidze <jakougrekhelidze@gmail.com> |
| To : | kote gvetadze <phdregimer@mail.ru>; Lali Kirtadze <l.kirtadze@ncdc.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Eka Adamia <Eadamia@moh.gov.ge>; borjomi <mananaratiani@mail.ru>; Gocha Giorgidze <gocha_ndoba@mail.ru> |
| Subject : | Re: Re: Fwd: Re: ბაკურიანის საკარანტინე სივრცეებში ტესტირების საკითხთან დაკავშირებით |
| Cc : | Vladimer Getia <khgetia@gmail.com>; პაატა იმნაძე <pimnadze@ncdc.ge>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com> |
| Received On : | 21.07.2020 20:00 |
| Attachments : |
ბატონო გოჩა,
გიდასტურებთ პატივისცემას და მადლიერებას იმერეთის საკარანტინე ზონებში ჩატარებული სამუშაოსათვის.
თუმცა ხაზი მინდა გავუსვა რამდენიმე საკითხს.
1.წყალტუბო პლაზა ამ ეტაპზე სახელმწიფო ჰოლდინგთან ერთად ჩაერთო საკარანტინე სივრცეში და დაკომპლექტებულია პჯრ დიაგნოსტიკის მცოდნე ექიმით.
რაც შეეხება ,,პრომეთესთან" დაკავშირებით – ჰოლდინგს დაკონტრაქტებული ჰყავდა თქვენთვის კარგად ნაცნობი ანა კოჩაძე, მაღალკვალიფიციური ექიმი, რომელიც მეზობელ კარანტინშიც კურირებდა პაციენტს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე. მას პჯრ დიაგნოსტიკის პრობლემა არ ჰქონია, თუმცა ქალბატონ მარინა ტყეშელაშვილი თავად აორგანიზებდა პროცესს და ლაბპორტალზეც საკარანტინე სივრცის სახელით არ იტვირთებოდა–შესაბამისად ანგარიშგებაშიც მისივე ორგანიზაციის სახელით გენერირდებოდა.
2.,,საირმე პლაზასთან" დაკავშირებით – ჰოლდინგს დაკონტრაქტებული ჰყავდა ასევე კვალიფიციური ორი ექიმი ნათია გეგენავა და ანა პილიაევა . ისინი თავად იღებდნენ ცხვირ–ხახის ნაცხს, ლაბპორტალზე კი ტვირთავდა ადგილობრივი საზ.ჯანდაცვის ერთეულის თანამშრომელი. ანგარიშგება აქაც არა საკარანტინე სივრცის არამედ ორგანიზაციის სახელით გენერირდება.
3.რაც შეეხება ,,არგოს" სივრცის გახსნას– თქვენდამი შეტყობინების ვალდებულება არ ვიცოდით თუ გვქონდა, მომავალში აუცილებლად გაცნობებთ. ამჟამად დაკონტრაქტებული ექიმი ფლობს პჯრ დიაგნოსტიკის ტექნიკას.
ბატონო გოჩა,
იმისათვის რომ პროცესები შეუფერხებლად და ხარისხიანად მიდიოდეს იქნებ ფუნქციები და ვალდებულებები ასე გადანაწილდეს:
სივრცის მომარაგება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით–აკად.ნ.ყიფშიზის სახ. კლინიკა
სივრცის მომარაგება სინჯარებითა და ჩხირებით – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრი (მოთხოვნას გააკეთებს საკარანტინე სივრცის პერსონალი საჭიროებისამებრ)
ლაბპორტალზე რეგისტრაცია –საკარანტინე სივრცის მედპერსონალი
მასალის ტრანსპორტირება საკარანტინე სივრციდან ლუგარის ლაბორატორიაში – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და NCDC რეგიონალური ორგანიზაცია
რაც შეეხება მასალის ასაღები სახარჯი მასალის მიღება–ჩაბარებას –იქნებ შემდეგი სახით გავაკეთოთ: მიღება–ჩაბარების პირველად დოკუმენტს ხელი მოაწეროს ადგილობრივმა საზ. ჯანდაცვის წარმომადგენელმა და საკარანტინე სივრცის მედპერსონალმა ვინც უშუალოდ იბარებს პროდუქციას.
მიღება–ჩაბარების საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწეროს საზ. ჯანდაცვის წარმომადგენელმა და აკად.ნ.ყიფშიძის წარმომადგენელმა პასუხისმგებელმა პირმა ელექტრონულად (დასკანერებულ დოკუმენტზე).
მსგავსი სქემა გავუზიარეთ დღეს ახალციხისა და ბორჯომის ჯანდაცვის ცენტრებს.
მიღება–ჩაბარების დოკუმენტის ნიმუში ატვირთულია დანართად.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას.
მომავალი კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედით,
პატივისცემით,
ჯაკო უგრეხელიძე
ქალბატონო ჯაკო,
თქვენი თხოვნის შესაბამისად გიგზავნით ამომწურავ ინფორმაციას წყალტუბოს საკარანტინე ზონაში ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით, და ასევე ქუთაისის საკარანტინე ზონაზეც, რომლის გახსნაც ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით და ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დასჭირდათ ნიმუშების აღება.
ინფორმაცია მოწოდებულია იმერეთის სამმართველოს უფროსის ბატონი გოჩა გიორგიძის მიერ.
მეც გადავხედე პორტალზე წყალტუბოს საკარანტინე სივრცეებიდან აღებული ნიმუშების რეგისტრაციებს 18 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით და ნამდვილად არც ერთი ნიმუშის აღება არ არის დარეგისტრირებული საკარანტინე ზონის
პერსონალის მიერ. სულ ამ პერიოდში რეგისტრირებულია 239 ნიმყშუ და ყველა აღებულია წყალტუბოს მუნიციპალური საზ ჯანდაცვის მიერ
პატივისცემით
კოტე გვეტაძე-------- Пересланное письмо -------- От: Gocha Giorgidze gocha_ndoba@mail.ru Кому: kote gvetadze phdregimer@mail.ru Дата: вторник, 21 июля 2020г., 09:36 +04:00 Тема: Re: Fwd: Re: ბაკურიანის საკარანტინე სივრცეებში ტესტირების საკითხთან დაკავშირებით--
Отправлено из Mail.Ru для Androidბატონო კოტე,წყალტუბოს პლაზა, განმეორებით ეხლა ჩაერთო, როგორც საკარანტინე სივრცე და მას ჯერ არ დასჭირვებია ბინადრების გატესტვა. ძალიან კარგია თუ იქ ამ ეტაპზე ყავთ გადამზადებული პერსონალი და შეძლებენ თავად ნიმუშების აღებას და თუ ეს მართლაც ასეა და აქვთ ამისი უნარ ჩვევები მაშინ ალბათ საჭირო იქნება, დროულად გააკეთონ მოთხოვნა წყალტუბოს საზ ჯანდაცვის სახელზე და გაიტანონ ნიმუშის ასაღები კრიოსინჯარები და აპლიკატორის ჩხირები. სამწუხაროდ პირველი ეტაპის დროს ვერც პლაზა და ვერც პრომეთე, ისე როგორც საირმის საკარანტინე სივრცე დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა ნიმუშების აღებას და მაქსიმალურად ვთანამშრომლობდით მათთან საზოგადოებრივი ჯანდაცვების მეშევობით და არც არანაირი პრობლემები იმ ეტაპზე არ შექმნილა.უწყვეტ რეჟიმში მოფუნქციონირე საკარანტინო სივრცე გავქვს წყალტუბოში ასევე ,,სპა რესერჩის’’, ყოფილი სამხედრო სანატორიუმის სახით, სადაც სამედიცინო მომსახურეობას ახორციელებენ ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის’’ მედიკოსები და აქაც ნიმუშების აღების მომსახურეობა უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვას ჯერ კიდევ, რამეთუ თხოვნა იყო ბატონი ნუგზარ ბოლქვაძის, რომ დავხმარებოდით სანამ გარკვეულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ საკითხებს მოაგვარებდნენ.მე პირადად ნამდვილად არ მახსენედება ფაქტი, რომ რომელიმე საკარანტინო სივრცის სამედიცინო პერსონალს ეთქვას, რომ მე თავად ავიღებ ნიმუშებს, ან მოეთხოვოს ნიმუშის ასაღები საშუალებები (ამის დოკუმენტი ხო უნდა არსებობდეს) და მიუხედავად ამისა ჩვენი საზ ჯანდაცვები თვითნებურად შესულიყვნენ ვინმეს გასატესტად. (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თვითნებურად შესვლა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია საკარანტინე სივრცეებში, მინიმუმ მედ პერსონალი ყოველთვის ინფორმირებულია და ეს თანხმდება სახელმწიფო დაცვის სამსახურთან)და ბოლოს, იქნებ მეტი კოორდინაცია ვთხოვოთ ყველას ამ პროცესებში და მოვახერხოთ პრევენცია ისეთი შემთხვევებისა, რომელიც მოხდა ქუთაისის სასტუმრო ,,არგო’’ შემთხვევაში. საკარანტინე სივრცის არსებობის შესახებ შევიტყვეთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დამირეკეს, რომ ყავდათ თითიზოლაციაში გადასაყვანი ხალხი გასატესტი. იქ ექიმათ არის ქალბატონი მარიამ ჩაკვეტაძე, რომელიც დაკონტრაქტებულია ,,ჰოლდინგის’’ მიერ და სამწუხაროდ თავად არც შემოუთავაზებია ჩვენთვის მე ავიღებო. პირიქით გვთხოვეს მათი ხელმძღვანელობის სახელით, რომ ჩვენ დავხმარებოდით. ეს იყო არასამუშაო დღე, შაბათი და მე პირადად მომიხდა ჩვენი მიმღების ლაბორანტის მიყვანა, რომ პროცესი არ შეფერხებულიყო და დროულად აგვეღო ნიმუშები.მინდა სწორად გამიგოთ, ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ პროცესები შეუფერხებლად და ხარისხიანად მიდიოდეს და უპირველეს ყოვლისა, კარანტინის ბინადრების ტესტირების საკითხი არ იყოს არამართვადი, რამეთუ სწორედ ეს კონტიგენტი წარმოადგენს ყველაზე მაღალ რისკის მატარებელ კატეგორიას და ამიტომაც იმერეთის სამმართველო და ჩვენი საზ ჯანდაცვებიც მუდმა მობილიზებულნი ვიქნებით რომ ნებისმიერი შეფერხების დროს ჩავერთოთ ოპერატიულად.პატივისცემითგოჩა გიორგიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
იმერეთის სამმართველოს უფროსი
Ocxeli. str #2
4600, Kutaisi Georgia
Tel: (995431) 22-05-18
Fax: (995 431) 22-05-19
E-mail: G.Giorgidze@NCDC.geВторник, 21 июля 2020, 0:56 +04:00 от kote gvetadze <phdregimer@mail.ru>:
გოჩა, გთხოვ მომაწოდე კონკრეტული მონაცემები ვინ და როდისვაიღო წყალტუბოში ანალიზები
და რატომ იწერება, რომ ვახო იღებს ნიმუშებსო?-------- Пересланное письмо -------- От: Javara Ugrekhelidze jakougrekhelidze@gmail.com Кому: Vladimer Getia khgetia@gmail.com Копия: Paata Imnadze pimnadze@ncdc.ge Дата: понедельник, 20 июля 2020г., 21:12 +04:00 Тема: Re: ბაკურიანის საკარანტინე სივრცეებში ტესტირების საკითხთან დაკავშირებით--
Отправлено из Mail.Ru для Android
მოგესალმებით ბატონო ხვიჩა,ვწუხვარ რომ ბაკურიანთან დაკავსირებით თქვენამდე მოსული ინფორმაცია ზუსტი არ არის. კიდევ ერთხელ გადავამოწმე და ბაკურიანის ყველა საკარანტინე სივრცეში ნიმუშს იღებს ექიმი. თუ ინფორმაციის მომტანი გულისხმობს ამ ნიმუშების ტრანსპორტირების საკითხს ლუგარის ლაბორატორიამდე ვადასტურებ, რომ ნამდვილად შეფერხებით მიმდინარეობს, ჩვენს მიმოწერაშიც, დამკონტრაქტებელ ორგანიზაციასთანაც მრავალჯერ მაქვს დაფიქსირებული, რომ კარანტინის ექიმი ნიმუშის ტრანსპორტირებას ვერ მოახდენს.პროცესის დაწყებისას რეგიონული სამსახურებისა და სჯდ ცენტრებისაგან ტრანსპორტირებაში მხარდაჭერის პირობა მივიღეთ. ბოლო ერთი კვირაა გიდასტურებთ, რომ მეც ვიღებ შეტყობინებას ტრასნსპორტირებასთან დაკავშირებით.შესაბამისად, ნიმუშის აღების პროცედურა მთლიანად გადმობარებული გვაქვს, ტრანსპორტირების გადმობარების რესურსი არ გაგვაჩნია.მადლობელი ვიქნები თუ კონკრეტული ექიმების გვარებს მომაწოდებთ, რომლებიც უარს აცხადებენ გატესტვაზე.რაც შეეხება ბატონი კოტე გვეტაძის ინფორმაციას, რომ წყალტუბოში გატესტვას ახდენს წყალტუბოს მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრი–ჰოლდინგს დაკონტრაქტებული აყავს წყალტუბო პლაზა კვალიფიციური ექიმი ვახო რობაქიძით, რომელიც ფლბს პჯრ ტესტირების მეთოდს. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 18/07 –ში რობი ჯანიბეგაშვილი, ია ბორძიკაშვილი და ნიკოლოზ ჯანიბეგაშვილი ადგილობრივმა NCDC-მ მათგან დამოუკიდებლად გატესტა.ბატონ კოტეს ვთხოვ იქნებ მომაწოდოს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც პერსონალმა უარი თქვა ტესტირებაზე.პატივისცემით,ჯაკო უგრეხელიძეორშ, 20 ივლ. 2020, 13:04-ში Vladimer Getia-მა <khgetia@gmail.com> დაწერა:ქალბატონო ჯაკომოგესალმებით, გაწუხებთ ბაკურიანის საკარანტინე სივრცეებში ბენეფიცირების კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციიტ, ზოგიერთი სასტუმროს პერსონალი ტესტავს თავის ბენეფიციარებს, ზოგი არ ტესტავს და პერიოდულად საჭირო ხდება ჩვენი რეგიონული სამსახურებისა და სჯდ ცენტრების ჩართულობა.მოგეხსენებათ ეს ვალდებულება გადაეცა საკარანტინე სივრცეებზე პასუხისმგებელ დაწესებულებებს და შესაბამისად აქამდეც უნდა დარეგულირებულიყო. გთხოვთ, დროულად დაარეგულიროთ აღნიშნული საკითხი, რადგანაც როგორც ტრენინგების ასევე სახარჯი მასალებით მომარაგების კუთხით ჩვენგან პრობლემა არ შექმნილა და დამატებით ჩვენების ჩართულობა ტესტირებაში არ უნდა იყოს საჭირო.გთხოვთ, გვაცნობოთ, თუ რომელი ტარიღიდან გადაიბარებთ სრულად ტესტირების პროცესს.პატივისცემითხვიჩაპატივისცემით,
ვლადიმერ გეთია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი
მობ: +995 (5) 91 41 59 55
ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;
Best Regards,
Vladimer Getia
Georgian National Center for Disease Control and Public Health
Head of State Public Health Programs and Regional Management Department
Cell: +995 (5) 91 41 59 55
Website: www.ncdc.ge
Email: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;