From : Mariam Tokhadze <m.tokhadze@gcsd.org.ge>
To : Georgian Center for Strategy and Development GCSD <gcsd@gcsd.org.ge>
Subject : Re: GCSD ტრენინგი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია
Cc : Giorgi Goguadze <g.goguadze@gcsd.org.ge>; tseretelielizabeth@gmail.com
Received On : 15.09.2020 08:26

მოგესალმებით, 

პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოთმინებისთვის. როგორც იცით, ქვეყანაში მკვეთრად შეიცვალა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რის შედეგადაც იძულებული გავხდით ცვლილებები შეგვეტანა დაგეგმილ ღონისძიებებში. 

პროგრამის ფარგლებში პირველი ტრენინგი გაიმართება 28-29 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო სტამბას Rooftop სივრცეში 14:30-18:00. ღონისძიება იგეგმება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ყველა რეკომენდაციისა და რეგულაციის დაცვით. 

გთხოვთ დაგვიდასტუროთ ამ მეილის მიღება და 16 სექტემბრის 13:00 საათამდე მოგვწეროთ თუ საჭიროებთ სახელობით წერილს უწყებაში წარსადგენად (გთხოვთ cc ველში მიუთითოთ tseretelielizabeth@gmail.com). 

დასწრების დადასტურების ვადაა 22 სექტემბერი

კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მოთმინებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაექვემდებარება გარკვეულ კონტროლს და შემდგომი შეფერხებების გარეშე შევძლებთ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას. 


პატივისცემით, 
მარიამი 
Georgian Center for Strategy  and Development
6  D. Mirtskhulava Ave. 0176, Tbilisi,Georgia  
URL:  www.gcsd.org.ge
Cell: +995 577 101 177 





On 11 Sep 2020, at 12:04, Mariam Tokhadze <m.tokhadze@gcsd.org.ge> wrote:

მოგესალმებით, 

როგორც იცით ქვეყანაში შეცვლილია ეპიდემიოლოგიური ვითარება. ახალი მოცემულობიდან გამომდინარე გვიწევს ჩვენი აქტივობების ადაპტირება იმგვარად, რომ საფრთხე არ შევუქმნათ მონაწილეების ჯანმრთელობას. ამ ეტაპზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ტრენინგის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით თუმცა ვმუშაობთ დამატებითი დეტალების დახვეწაზე. 
უახლოეს მომავალში მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას პირველ ტრენინგთან დაკავშირებით. 

საუკეთესო სურვილებით, 
მარიამი
Georgian Center for Strategy  and Development
6  D. Mirtskhulava Ave. 0176, Tbilisi,Georgia  
URL:  www.gcsd.org.ge
Cell: +995 577 101 177 





On 31 Aug 2020, at 12:14, Mariam Tokhadze <m.tokhadze@gcsd.org.ge> wrote:

მოგესალმებით, 

როგორც თქვენთვის ცნობილია ჩვენი პროექტის ფარგლებში პირველი ტრენინგი დაგეგმილია მიმდინარე წლის 26-27 სექტემბერს. თუ ტრენინგზე დასწრებისთვის თქვენი უწყება საჭიროებს ოფიციალურ წერილს გთხოვთ, სრულად მოგვწეროთ დაკავებული თანამდებობა მოსაწვევში მისათითებლად. 

პატივისცემით, 
მარიამ თოხაძე 
Georgian Center for Strategy  and Development
6  D. Mirtskhulava Ave. 0176, Tbilisi,Georgia  
URL:  www.gcsd.org.ge
Cell: +995 577 101 177 





On 24 Aug 2020, at 13:50, Mariam Tokhadze <m.tokhadze@gcsd.org.ge> wrote:

მოგესალმებით, 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში კომისია). 

GCSD იწყებს კომისიისთვის დაგეგმილი ტრენინგების ციკლს.  

ამ აქტივობის ფარგლებში პირველი ტრენინგი დაგეგმილია 2020 წლის 26-27 სექტემბერს. გთხოვთ, აღნიშნული თარიღი მიიღოთ მხედველობაში სამუშაო პროცესის დაგეგმვისას. 
მოწვევის ოფიცალური წერილი გამოიგზავნება უწყებებშიც. გთხოვთ მონაწილეობა დაგვიდასტუროთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 18 სექტემბრისა. 

დამატებით ინფორმაციას ტრენინგის ადგილსა და დღის წესრიგთან დაკავშირებით მოგაწვდით უახლოეს მომავალში. 
GCSD უზრუნველყოფს მონაწილეთა განთავსების, კვების და ტრანსპორტირების ხარჯებს. 

მოგვმართეთ შეკითხვების და/ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში.

პატივისცემით, 
მარიამ თოხაძე 
Georgian Center for Strategy  and Development
6  D. Mirtskhulava Ave. 0176, Tbilisi,Georgia  
URL:  www.gcsd.org.ge
Cell: +995 577 101 177