| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: Fwd: მძღოლების ტესტირება-ცვლილების პროექტი |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 03.07.2020 13:14 |
| Attachments : |
ბატონო ამირან და კოლეგებო
გიგზავნით მძღოლების ტესტირების მოდიფიცირებულ სქემას იმ დაშვების გათვალისწინებით, რომ თუ გარკვეულ გარემოებებში (ანტიგენ ტესტების დეფიციტი) მოგვიწევს პჯრ მეთოდის გამოყენება როგორ ვიქცევით,
საბაჟოზე პირველი ტესტირება ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ იყოს სწრაფი ანტიგენ -ანტისხეულის ტესტით, განმეორებით ტესტირებებზე თუ ანტიგენ ტესტების საკმარისი რაოდენობის მობილიზება ვერ მოხერხდა გავითვალისწინოთ ოპცია პჯრ ტესტით და ანტისხეულით. თუ ანტისხეული დადებითია მძღოლი პჯრ ტესტის პასუხს უნდა დაელოდოს ცხელების ცენტში. თუ ანტისხეულის პასუხი უარყოფითია მძღოლს შეუძლია განაგრძოს მოძრაობა, მიეცეს თვით იზოლაციის რეკომენდაცია პჯრ ტესტის პასუხის მიღებამდე. დადებითი პასუხის შემთხვევაში დადგება მძღოლის მოკვლევის საკითხი.
საინფორმაციო ბაზაში ტესტების შედეგების შესაყვანად კლინიკებს განესაზღვროთ სამი საათი.
ანტიგენ ტესტების ახალი მარაგი წესით კვირას ჩამოვა, მაგრამ გადაზღვევისთვის ვფიქრობ გვქონდეს ალტერნატიული სქემა მომზადებული.
დაველოდები თქვენს კომენტარებს და გამოხმაურებას ხვალ 3 ივლისის 11 საათამდე.
მადლობა!
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister