| From : | Maia Butsashvili <maiabutsashvili@gmail.com> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: FW: Covid case management outside hospitals-New Protocol |
| Cc : | Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>; Marina Ezugbaia <marinaezugbaia@yahoo.com>; levaniratiani@yahoo.com; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; levangopodze@yahoo.com; jako ugrekhelidze <jako.ugrekhelidze@respublikuri.ge>; Nino Nijaradze <nnijaradze@gmail.com>; Zaza Avaliani <avalianizaza@yahoo.com>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; kakhaber.ishkhneli@bochorishvili.ge; akaki abutidze <akakiabutidze@yahoo.com>; David Torua <dtorua@moh.gov.ge>; Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge>; nfmtc@nilc.org.ge; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; nchelidze@mmc.com.ge; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 30.09.2020 06:36 |
მოგესალმებით,
გიგზავნით დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიციას (იხ. ქვემოთ) პაციენტის გამოჯანმრთელების/გაწერის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.
გთხოვთ, უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები აღნიშნულთან დაკავშირებით.
,,COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა სამედიცინო მეთვალყურეობიდან მოხსნა და პჯრ ტესტირება
1. უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ამბულატორულ მეთვალყურეობაზე საკუთარ საცხოვრისში
ექვემდებარება მეთვალყურეობიდან მოხსნას დამადასტურებელი სინჯის აღებიდან 12 კალენდარული დღის შემდეგ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;
2. მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ამბულატორულ მეთვალყურეობაზე საკუთარ საცხოვრისში
ექვემდებარებიან მეთვალყურობიდან მოხსნას პირველი სიმპტომის/ების გაჩენიდან მინიმუმ 12 კალენდარული დღის შემდგომ და ამასთან სიმპტომის/ების ალაგებიდან მინიმუმ 3 კალენდარული დღის შემდგომ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;
3. უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან სპეციალურ საიზოლაციო სივრცეში (სასტუმროში):
ექვემდებარებიან საიზოლაციო სივრციდან გაწერას 10 კალენდარული დღის შემდგომ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;
4. მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან სპეციალურ საიზოლაციო სივრცეში:
ექვემდებარებიან საიზოლაციო სივრციდან გაწერას პირველი სიმპტომის/ების გაჩენიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღის შემდგომ და ამასთან სიმპტომის/ების ალაგებიდან მინიმუმ 3 კალენდარული დღის შემდგომ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;
5. საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები:
უსიმპტომო პაციენტები - ექვემდებარება საავადმყოფოდან გაწერას დამადასტურებელი სინჯის აღებიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;
სიმპტომების მქონე პაციენტები - ექვემდებარებიან საავადმყოფოდან გაწერას პირველი სიმპტომის/ების გაჩენიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღის შემდგომ და ამასთან სიმპტომის/ების ალაგებიდან მინიმუმ 3 კალენდარული დღის შემდგომ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;
6. კონტაქტირებული პირები:
ექვემდებარებიან იზოლაციას დაავადებულთან კონტაქტის შეწყვეტიდან 12 დღის მანძილზე. მე-12 კალენდარულ დღეს მათ უტარდებათ პჯრ დიაგნოსტიკა. სინჯის აღება ამ მიზნით წარმოებს ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ ნომინირებული დაწესებულების მიერ, ბიოუსაფრთხოების წესებისა და სინჯის აღების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დაცვით, უპირატესად დაწესებულების მიერ მოწყობილ სპეციალურ სივრცეში.
კონტაქტირებული პირის გადაადგილება სინჯის აღების წერტილამდე არის მისი პასუხისმგებლობა და წარმოებს სტანდარტული უსაფრთხოების წესების დაცვით. გამონაკლისს წარმოდგენენ სპეციალურ სივცეებში იზოლირებულნი და თვითიზოლირებულნი, რომელთა გადაადგილება შეზღუდულია სხვა ობიექტური მიზეზებით.
კონტაქტირებულ პირს შეუძლია შეწყვიტოს იზოლაციის რეჟიმი, მხოლოდ
ა) უარყოფითი პჯრ პასუხის მიღების შემდგომ;
ბ) პასუხისმგებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ადექვატურ განსჯას (არსებობს საფუძვლიანი საფუძველი, პირი ჩაითვალოს დაავადება გადატანილად).
პატივისცემით,
ეკა