From : Maia Butsashvili <maiabutsashvili@gmail.com>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Re: Covid 19 case management model
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge>; Nino Nijaradze <nnijaradze@gmail.com>; etikaradze@yahoo.de; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Received On : 08.09.2020 12:31
Attachments :

ქალბატონო თამარ,
დიდი მადლობა წერილის გაზიარებისთვის.
ძალიან დროულია ამ მოდელზე გადასვლა და სასწრაფოდ დასანერგი, სანამ კიდევ გამრავლებულან პაციენტები. თუმცა უსიმპტომო პაციენტებისთვის მაინც ბევრია 8 დღე სტაციონარი. პირველადი შეფასებისთვის 3 დღეც სრულიად საკმარისი იქნებოდა. ესეც დასაწყისში, თორემ რეალურად სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში საერთოდ არ არის სტაციონარი საჭირო. 
ასევე, ალბათ უნდა მივცეთ საშუალება იმ პაციენტებს, რომლებსაც თვითიზოლაციის საშუალება აქვთ, კარანტინში არ მოთავსდნენ და ყოველდღიურად (ან სამ დღეში ერთხელ) ოჯახის ექიმს ქონდეს სატელეფონო კომუნიკაცია სიტუაციის შესაფასებლად. 
რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალს, ჰიპერტენზია და დიაბეტი ალბათ არაკონტროლირებადი თუ არის, ასეთი შემთხვევები უნდა განვიხილოთ, თორემ კონტროლირებულ ჰიპერტენზიას და დიაბეტს პრინციპში მომატებული რისკი არა აქვს. 
მადლობა

Maia Butsashvili, MD, MS, PhD
Director
Health Research Union (HRU)
47 Tashkenti str. Tbilisi 0177 Georgia
Tel: 995 32 2144447
 
 


On Mon, Sep 7, 2020 at 9:53 PM Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> wrote:

ბატონო თენგიზ

ბატონო ლევან და ქალბატონო ელზა

ბატონო ამირან

ძვირფასო კოლეგებო

 

ჯანდაცვის სამინისტრო ემზადება რა კორონავირუსის შემთხვევების მოსალოდნელი მატებისთვის განიხილავს კოვიდ დადასტურებული შემთხვევების ჰოსპიტლების გარეთ საკარანტინე სასტუმროებში მართვის მოდელს. მოდელის ძირითადი მახასიათებლები, რაც შემდგომ დეტალიზაციას საჭიროებს შემდეგია:

1.       საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტები კოვიდ19-ის მსუბუქი ფორმით სამედიცინო მეთვალყურეობისა და იზოლირებულ პირობებში მკურნალობის დასრულებისთვის გადავლენ საკარანტინე სასტუმროში.

2.       საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობა მოიცავს კოვიდ 19-ის მართვის გაიდლაინით რეკომენდებული გამოკვლევების ნაკრებს, რაც პაციენტის მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასებისთვის უნდა ჩატარდეს. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდანვე შევაფასოთ მოსალოდნელი რისკები და ვიმოქმედოთ შესაბამისად.

3.       კლინიკური ჯგუფის წევრებს გთხოვთ ექსპერტულ მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რა იქნება გონივრული ვადა ასიმპტომური და სათანადოდ გამოკვლეული პირის კლინიკიდან საკარანტინე სასტუმროში გადაყვანისთვის. თუ იქნება მიზანშეწონილი საკარანტინე სივრცეში გადაყვანა მოხდეს ჰოსპიტალიზაციის მერვე დღიდან- რაც პრაქტიკულად დაავადების მიმდინარეობის მეორე ნახევრია. ეს შეამოკლებს ჰოსპიტალურ დაყოვნებას 4-6 დღით, და შეამცირებს დატვირთვას ჰოსპიტალურ საწოლფონდზე.

4.       ვფიქრობთ ამ მოდელში არ მოხვდენენ პაციენტები, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა და სხვ. კლინცისტის გადაწყვეტილებით).

5.       მოდელში ვერ მოხვდებიან პაციენტები 18 წლამდე და 65 წლის შემდეგ.  

6.       საკარანტინე სივრცეში იმუშავებს 20 პაციენტზე- ექიმისა და ექთნის 1 გუნდი, პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად ემატება კიდევ 1 გუნდი ყოველ დამატებით 10 პაციენტზე.

 

გთხოვთ მოსაზრებებს ამ და სხვა დამატებითი დეტალების თაობაზე. ხვალ გვინდა ჩავნიშნოთ კლინიკური ჯგუფის შეხვედრა. 9 აპრილს საკოორდინაციო საბჭოს უნდა წარვუდგინოთ შეჯერებული პოზიცია ამ საკითხზე. ამიტომ გთხოვთ თქვენი პოზიცია მომაწოდოთ 8 სექტემბრის დღის 4 საათამდე. ვფიქრობ 4-ისთვის შევძლებთ შეხვედრის ორგანიზებასაც თუმცა ამ საკითხზე დამატებით დაგიკავშირდებით.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0