წარმოგიდგენთ, C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშს 5 ივლისის მდგომარეობით.
სულ მიმდინარე წელს ჩატარებულია 424.8 ათასი ტესტირება, მათ შორის უნიკალური 153.8 ათასი ტესტირება, აქედან დადებითი 6.277 (4.08%).
ივნისის თვეში დაფიქსირდა 89.2 ათასი ტესტირება, რაც მიმდინარე წელს ტესტირებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ამასთან გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 5 ათასით მეტია. თუმცა მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით ყოველთვიურად კლებულობს ახალ უნიკალურ პირთა ტესტირების მაჩვენებელი და ის საშუალოდ 36%-მდე დავიდა.
სკრინინგდადებით პირთა მოიძიება/კონფირმირებისა და მკურნალობაში ჩართვის ღონისძიებების ფარგლებში, დღეისათვის, სულ დაკონფირმირებულია 2,721 ანტისხეულდადებითი პირი (სამიზნე მაჩვენებლის (54.4%) და კონფირმაციით გამოვლენილი ანტიგენდადებითი 1,504 (55%) ბენეფიციარიდან, მკურნალობაში ჩართული იქნა 651 პირი (43.3%).
პატივისცემით
ხვიჩა