წარმოგიდგენთ, C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშს 2 აგვისტოს მდგომარეობით.
სულ მიმდინარე წელს ჩატარებულია 526.2 ათასი ტესტირება, მათ შორის უნიკალური 186.4 ათასი ტესტირება, აქედან დადებითი 7.301 (3.92%).
მიმდინარე წელს ინტეგრირებული სკრინინგის პროექტის ფარგლებში რეგიონებში დაგეგმილი 676 ათასი სკრინინგიდან ჩატარებულია 137.6 ათასი (20%).
სკრინინგდადებით პირთა მოიძიება/კონფირმირებისა და მკურნალობაში ჩართვის ღონისძიებების ფარგლებში, დღეისათვის, სულ დაკონფირმირებულია 2,790 ანტისხეულდადებითი პირი (სამიზნე მაჩვენებლის (55.8%) და კონფირმაციით გამოვლენილი ანტიგენდადებითი 1,555 (56%) ბენეფიციარიდან, მკურნალობაში ჩართული იქნა 708 პირი (45.5%).
პატივისცემით
ხვიჩა