| From : | Vladimer Getia <khgetia@gmail.com> |
| To : | Ekaterine Adamia <Eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: 674-ცვლილება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მძღოლების, ნაცვალგების ქვეყნების) ტესტირება |
| Cc : | Lali Ebanoidze (l.ebanoidze@ncdc.ge) <l.ebanoidze@ncdc.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; Avtandil Talakvadze <avtandiltalakvadze@gmail.com>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 04.09.2020 16:11 |
მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით 674 დადგენილების ცვლილების პროექტს. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის 1 სექტემბრიდან დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს COVID-19 დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხაჯები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ აუნაზღაურდებათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდეს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ნაცვალგების პრინციპით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული პირების PCR ტესტირების პროცესზე და ეს კვლევა ანაზღაურებულ იქნას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროცესის გასამართად დაზუსტდა პროგრამის მოსარგებლეთა ჩამონათვალი.
გთხოვთ, უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები.
პატივისცემით,
ეკა