„მუხლი 115. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის
პროცედურები
- უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (შემდეგში - უცხოელი სტუდენტები) ვალდებულნი არიან საქართველოში შემოსვლის მიზნით დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე - „StopCov.ge“ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში - ელექტრონული პროგრამა)
სპეციალური აპლიკაციის ფორმის - „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმა” შევსების გზით.
- ელექტრონულ პროგრამაში უცხოელი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირირებული უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გასცემს თანმობას ან უარს.
- საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
- უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან გაიარონ კარანტინი ამ დადგენილებით ფიზიკურ პირთა იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის
წესებით განსაზღვრული ვადით. კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების, ასევე სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ხარჯების ანაზღაურება ეკისრებათ უცხოელ სტუდენტებს. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სტუდენტის სტატუსიც აქვს მინიჭებული უცხოელ სტუდენტს ვალდებულია:
ა) შეამოწმოს შესაბამისი უცხოელი სტუდენტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმის სისწორე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე ელექტრონულ პროგრამაში ასახოს უცხოელ სტუდენტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
გაცემული ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის დამადასტურებელი სადაზღვევო პოლისის რეკვიზიტები;
ბ) უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მასთან ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების განთავსების მიზნით შერჩეულ სასტუმროში (ან განთავსების მსგავს საშუალებებში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში უცხოელი სტუდენტის გადაყვანა და განთავსება;
გ) უცხოელი სტუდენტის კარანტინში ყოფნის პერიოდში გააკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს მასზე სამედიცინო მეთვალყურეობასა და დაცულობას;
დ) უცხოელი სტუდენტისათვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს სამი დღის ვადაში მიაწოდოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი
ინფორმაცია.“.
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge