| From : | Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com> |
| To : | Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge> |
| Subject : | Re: პჯრ ტესტირებასთან დაკავშირებული სირთულეები |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ekaterine Lezhava <elezhava@mes.gov.ge>; Lali Kalandadze <lkalandadze@mes.gov.ge> |
| Received On : | 15.10.2020 17:56 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიფორვარდებთ განათლების სამინისტროს წერილს, რომელიც ეხება სკოლაში დაფიქსირებული ცხელების შემტხვევაში, პჯრ-ტესტირების ჩატარების ვალდებულებას.
01-227/ო ბრძანების N37 დანართის (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის) შესაბამისად, სკოლაში ცხელების/რესპირატორული სიმპტომის გამოვლენისას სავალდებულოა პჯრ-ტესტირების ჩატარება, რისთვისაც ბავშვი უნდა გადამისამართდეს ოჯახის ექიმთან.
იმ შემთხვევაში, როდესაც სკოლაში ბავშვს დაუფიქსირდა ცხელების ეპიზოდი (რომელიც დადასტურდა ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთში გადამოწმებისას), მშობელი გამოიძახეს და ბავშვი წაიყვანეს ოჯახის ექიმთან, როცა უკვე აღარ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, არის თუ არა სავალდებულო
ასეთ ბავშვზე პჯრ-ტესტირების ჩატარება, თუ მხოლოდ ოჯახის ექიმის ცნობას დავჯერდეთ, რომელიც წერს, რომ ბავშვი ჯანმრთელია და არ საჭიროებს ტესტირებას.
გთხოვთ, დღის ბოლომდე გვაცნობოთ თქვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
მარინე ბაიდაური
მადლობა დიდი.
საზოგადოებაში ისედაც დაძაბული ფონია, აუცილებელია მცირედ განმუხტვა.
From: Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>
Sent: Wednesday, 7 October, 2020 6:02 PM
To: Ekaterine Lezhava <elezhava@mes.gov.ge>
Cc: Lali Kalandadze <lkalandadze@mes.gov.ge>
Subject: Re: პჯრ ტესტირებასთან დაკავშირებული სირთულეები
მოგესალმებით ქალბატონო ეკა,
ხვალ გავივლით ამ საკითხებს და გაცნობებთ შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე.
პატივისცემით,
მარინე ბაიდაური
From: Ekaterine Lezhava <elezhava@mes.gov.ge>
Sent: Wednesday, October 7, 2020 3:52 PM
To: Marine Baidauri
Cc: Lali Kalandadze
Subject: პჯრ ტესტირებასთან დაკავშირებული სირთულეები
მოგესალმებით ქალბატონო მარინე.
როგორ ხართ?
როგორც თქვენთვის ცნობილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასწრებით სწავლება მიმდინარეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული დანართი №37-ით განსაზღვრული მოთხოვნების მკაცრი დაცვით.
სერიოზულ სირთულეს ქმნის სკოლაში ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პჯრ ტესტირების სავალდებულო მოთხოვნა.
მაგალითად:
ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეს დაუფიქსირდა ტემპერატურა გაკვეთილზე. განხორციელდა მისი იზოლირება და მშობელმა უმოკლეს დროში უზრუნველყო სახლში წაყვანა. მოსწავლეს ტემპერატურა აღარ დაფიქსირებია, თუმცა მეორე დღეს ბავშვი მაინც მიიყვანეს უბნის პოლიკლინიკაში, რომელმაც გასცა ფორმა N100, მასზედ რომ იგი იყო სრულად ჯანმრთელი და არ საჭიროებდა ტესტირებას. თუმცა სკოლა უარს აცხადებს მოსწავლის მიღებაზე. არც პოლიკლინიკა აძლევს მიმართვას ტესტირებაზე.
თბილისის N203 სკოლა-პანსიონში პანსიონში განთავსებულ მოსწავლეს გვიან საღამო დაუფიქსირდა 37,5 სიცხე, სკოლამ გამოიძახა 112 სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, მათ გასინჯეს ბავშვი და ურჩიეს ტემპერატურის მონიტორინგი ეწარმოებინათ. ტესტის რეკომენდაცია არ გასცეს. აღნიშნულს ესწრებოდა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი სოცმუშაკი. მოსწავლე დარჩა სკოლა-პანსიონში მონიტორინგის ქვეშ.
რეგიონებში კიდევ უფრო მეტი სირთულეებია საცხოვრებელი ადგილებისა და სამედიცინო ცენტრების გეოგრაფიული სიშორის გამო.
ამავე საკითხზე გვაქვს კიდევ ასეთი შემთხვევა:
ქუთაისის N45 სკოლა-პანსიონში აჭარიდან უნდა ჩასულიყო 8 მოსწავლე. თქვენი რეკომენდაციით მოვთხოვეთ ბოლო 24 საათში გაკეთებული პჯრ ტესტი. ვინაიდან არ ქონდათ მიმართვა, ტესტის გაკეთებაში 250 ლარი მოსთხოვეს, ამის გამო, მშობლები საკუთარი ხარჯებით მხოლოდ სწრაფ ტესტებს გასწვდნენ და ბავშვები ქუთაისში ჩაიყვანეს (შეიძლება ითქვას „ჭიშკართან დაუტოვეს სკოლას“) საკმაოდ გაღიზიანებულებმა.
თუ ექიმის მიმართვა არ არის პჯრ ტესტი ფასიანია და მოსწავლის სკოლაში არ დაშვება მეორეს მხრივ მისი უფლებების დარღვევაა.
არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხომ არ იქნება უპრიანი, თუ ფორმა N100 იქნება წარმოდგენილი, აღარ მოვთხოვოთ ტესტის შედეგი.
აღნიშნულ საკითხზე გვჭირდება თქვენი ოფიციალური რეკომენდაცია და ალბათ N227 ბრძანების N37 დანართშიც ცვლილება უნდა შევიტანოთ.
ოფიციალურადაც მოგწერთ.
პატივისცემით,
ეკატერინე ლეჟავა
სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მის.: უზნაძის 52. 0102. თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 220 02 20 (შიდა 1361)
მობ.: +995 577 75 73 74
ელ-ფოსტა: elezhava@mes.gov.ge
P დაფიქრდით სანამ დაბეჭდავთ, გადაარჩინეთ თუნდაც ერთი ხე.