| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: პრეპარატ ავიგანის შესყიდვის თაობაზე |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; akakiabutidze@yahoo.com |
| Received On : | 14.09.2020 18:07 |
ქალბატონო ალისა,
მივიღეთ თქვენი იმეილი მედიკამენტ ფავიპირავირის (ავიგანის) შესყიდვის თაობაზე.
როგორც მოგეხსენებათ, COVID-19-ის დადასტურებულად ეფექტიანი ანტივირუსული მკურნალობა მსოფლიოში ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის. თუმცა შესწავლის (კლინიკური კვლევების) სტადიაშია დაახლოებით 10-ზე მეტი მედიკამენტი. მკვლევართა და ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ შეუძლიათ შეამსუბუქონ დაავადების მიმდინარეობა და შეამცირონ ლეტალობა. თუმცა, მყარი მტკიცებულებები აქაც არ არსებობს.
როგორც იცით, საქართველოს იაპონიის მთავრობისგან გადმოეცა მედიკამენტ ფავიპირავირის (ორიგინალი ფორმის სახით) გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ქვეყნის COVID კლინიკები უკვე იყენებენ საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა კვლევების შედეგების მიხედვით ფავიპირავირის (ავიგანის) საბოლოო ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ ჯერ-ჯერობით ვერ იქნა დამტკიცებული. შესაბამისად ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ფავიპირავირის (ავიგანის) შესყიდვა, მითუმეტეს გენერიული ფორმით არ არის მიზანშეწონილი.
ინდური ფარმაცევტული კომპანია „HETERO LABS Limited”-ის წერილიდან აგრეთვე ირკვევა, რომ ეს კომპანია აწარმოებს გენერიულ რემდესივირსაც. ეს უკანასკნელი კი სადღეისოდ COVID-19-ის სამკურნალო შედარებით ყველაზე უფრო ეფექტიან და იმედისმომცემ მედიკამენტად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში უკვე დიდი მოთხოვნაა მედიკამენტ რემდესივირზე და ამის გამო შექმნილია მისი დეფიციტი. ჯანმო-ს „Solidarity” კვლევის ფარგლებში საქართველოსთვის აღნიშნული პრეპარატის მოწოდებად შეფერხებულია. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხილულ იქნეს საკითხი აღნიშნული ფარმაცევტული კომპანიისგან გენერიული რემდესივირის შესყიდვის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლისთვის.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
მოგესალმებით, ბატონო თენგიზ,
გიგზავნით ინდური კომპანია HETERO LABS LIMITED-ის 2020 წლის 5 აგვისტოს წერილს, რომელიც ეხება კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის Favipiravir-ის შესყიდვის შემოთავაზებას.
გთხოვთ, განიხილოთ თანდართული კორესპონდენცია და გვაცნობეთ თქვენი პოზიცია აღნიშნულ
კომპანიასთან თანამშრომლობის თაობაზე.
პატივისცემით,
ალისა წულაძე
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო
პოლიტიკის დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
+995-32-2-51-00-26 ext 1125
Best regards,
Alisa Tsuladze, MPH
Health Policy Division
Policy Department
Ministry of Internally Displaced persons from
Occupied Territories, Labor, Health and Social Affairs of Georgia