ქალბატონო თამარ,
როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველომ იაპონიის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი ფავიპირავირი - 12,000 ტაბლეტის ოდენობით.
COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალური გაიდლაინის მიხედვით, ფავიპირავირით მკურნალობის კურსი არის 5-დღიანი და ერთი პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის რაოდენობა შეადგენს 40 ტაბლეტს. შესაბამისად, 12 ათასი ტაბლეტი ფავიპირავირი საკმარისი იქნება 300 პაციენტისთვის.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ეტაპზე COVID კლინიკებს გადაეცეს 240 პაციენტისთვის სამყოფი მედიკამენტი ფავიპირავირი (სულ 9600 ტაბლეტი), ხოლო დანარჩენი მარაგი (60 პაციენტზე) შენახულ იქნეს რეზერვში.
COVID კლინიკების არსებული დატვირთვის გათვალისწინებით, გიგზავნით მედიკამენტ ფავიპირავირის (9600 ტაბლეტი - 240 პაციენტი) განაწილებას COVID კლინიკებზე:
1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი - 1600 ტაბლეტი (40 პაციენტი)
2. მცხეთის წმ. მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახ. მცხეთის სამედიცინო ცენტრის - 1800 ტაბლეტი (45 პაციენტი)
3. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა - 1000 ტაბლეტი (25 პაციენტი)
4. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – რესპუბლიკური საავადმყოფო - 1000 ტაბლეტი (25 პაციენტი)
5. ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო - 1200 ტაბლეტი (30 პაციენტი)
6. გორის სამხედრო ჰოსპიტალი - 600 ტაბლეტი (15 პაციენტი)
7. თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო - 600 ტაბლეტი (15 პაციენტი)
8. კლინიკა "ლ.ჯ", ქუთაისი - 600 ტაბლეტი (15 პაციენტი)
9. თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - 400 ტაბლეტი (10 პაციენტი)
10. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო - 600 ტაბლეტი (15 პაციენტი)
11. საჩხერის რაიონული საავადმყოფო - 200 ტაბლეტი (5 პაციენტი)
გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში უზრუნველყოთ მედიკამენტ ფავიპირავირის განაწილება ზემოთაღნიშნული კლინიკებისთვის.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე