3. შპს "კლინიკა ბომონდი" -ს (ქ. ქუთაისი, ზ.გამსახურდიას I შესახვევი N15) -
ამ საკითხთან დაკავშირებით მე მსურს გავიმეორო ქალბატონი ხათუნას კომანტარი:
"რემარკის სახით შევეხები საკითხს მესამე დონესთან მიმართებაში, არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია მე, კანონიერი გზით ვთქვა რომ არ შეიძლება მისი დაშვება. სახელმწიფო დონეზე არსებობს რაიმე იურიდიული რეგულაცია,თუ არა მაშინ რა უფლება მაქვს სუბიექტურად ვიღაცაზე გადავწყვიტო არა და ვიღაცაზე კი, თუ ყველაფერი როგორც ჩანს შესაბამისობაშია და ინვესტიცია უკვე მფლობელმა განახორციელა. ვინმემ უთხრა რაიმე მანამდე? ჩემი მიმართება ინტენსიური თერაპიის საწოლფონდთან მიმართებაში და მის ხარისხობრივ შეფასებაში დიდი ხანია მგონი საბჭოს წევრებისათვის ნაცნობია და მისი განხორციელების აუცილებლობა მოცემულობით მგონი არის ნაკარნახევი კიდეც”
გარდა ამისა, მსურს მოვისმინო ინფორმაცია და განვიხილოთ ამ 150 საწოლიან კლინიკაში სხვა დეპარტამენტების მუშაობის რეჟიმი: როდის დაიწყეს, რა ქირურგიული აქტივობაა განხორციელებული და სხვა მაჩვენებლები, რომელიც მულტიპროფილური კლინიკის სრულყოფილი ფუნქციონირების მახასიათებლებია. შემოწმების აქტში მოყვანილი ექიმი - სპეციალისტები:
"ექიმი სპეციალისტები, ადგილზე 24 საათიანი ხელმისაწვდომობით: ზოგადი ქირურგი - 1; ნევროლოგი-1; ნეიროქირურგი - 1; ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი - 1; ნეფროლოგი
-1; კარდიოლოგი -1; უროლოგი
-1; ინფექციონისტი- 1; ენდოკრინოლოგი - 1 (პირობა - „შესაძლებელია, დასაქმებული იყვნენ კიდევ 2 სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, 60 კმ-ის დაშორებით“
- დაცულია)” (ამონარიდი შემოწმებ ის აქტიდან) მუშაობენ ადგილზე თუ კონტრაქტით არიან გაფორმებულები.
საყურადღებოა საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი: "საკეისრო კვეთების
რაოდენობა პროცენტული მაჩვენებლის მითითებით (გადაუდებელი და გეგმიური) –509 (50.3 %)
(მათ შორის გეგმიური
260 და გადაუდებელი 249)”
კლინიკის მიდგომა შეიცვლება მესამე დონის მინიჭების შემდეგ? თუ გაიზრდება უკვე მაღალი რისკის პაციენტების მიმართვიანობის შემდეგ? რაც მათ, ისედაც მაღალ საკეისროთა პროცენტს კანონით გაამართლებს? ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ?
მე მგონი, ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს საბჭოს ფარგლებში და მხოლოდ საბჭოს წევრების ჩართულობით, მაქსიმალური კონფიდენციალურობით, თითოეული თქვენთაგანის ჩვეული პროფესიონალიზმითა და საკითხისადმი გულიანი მიდგომით.
დიდი მადლობა ამ ვრცელი კომენტარის წაკითხვისათვის:) კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს სურვილს, გვქონდეს საბჭოს მუშაობის ონლიან ფორმატი.
პატივსცემით,
მამუკა ნემსაძე, მეან-გინეკოლოგი,
სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი,
მე-5 კლინიკური საავადმყოფო "ღია გული" (ყოფილი მე-5 სამშობიარო სახლი)
საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი,
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
თემქა, მე-11 მ/რ, I კვარტ, თბილისი, 0141,
www.openheart.ge