ქნო თეა,
როგორც მოგახსენეთ მე სამწუხაროდ ვერ დავესწრები იმიტომ რომ გერმანიაში ვარ.
მინდა წინასწარ ჩემი აზრი მოგახსენოთ თუ რა არის გასაკეთებლი იმისთვის რომ ინსულტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სწორი გზით განვითარდეს.
დღემდე მივაღწიეთ იმას, რომ თბილისში, ქუთაისში და ზუგდიდში დანერგილია რამოდენიმე Stroke Unit ი, სისტემური თრომბოლიზისი და თრომბექტომია. ჩემი აზრით დიდი წარმატებაა ! რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი სახელმწიფო დაზღვევა სისტემურ თრომბოლიზს და თრომბექტომიას აფინანსებს, თუმცა სისტემური თრომბოლიზისის კოდი ჩემი აზრით არაოპტიმალურია და ახლად არის დასამტკიცებელი.
მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველოს ყყველა რეგიონულ ცენტრში (მანქანით მაქსიმუმ 2 საათით მისაღწევად) უნდა არსებობდეს Stroke Unit ი, რომელიც მოქმედებს European Stroke Organisation ის სტანდარტით, რაც საკმაოდ იოლად არის მისაღწევი, და სადაც ტარდება სისტუმური თრომბოლიზისი. Stroke Unit მხოლოდ
სისტუმური თრომბოლიზისი არ არის !
ამისთვის საჭიროა, სამინისტრომ და საქართველოს ინსულტის საზოგადოებამ და ამ საინიციატივო ჯგუფმა, ერთად განსაზღვრონ და წერილობით დააფიქსირონ
1. Stroke Unit ის მცნება.
ა. კრიტერიუმები
ბ. ყოველწლიური აუდიტის პირობები (ჩემი აზრით აუდიტი
European Stroke Organisation ან გერმანიის ინსლუტის საზოგადოებას, მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. აუდიტი ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს, აუდიტორები უნდა ჩამოვიდნენ და აუდიტი ადგილზე უნდა ჩაატარონ და არა დისტანციურად და ამ აუდიტის ხარჯი თვითონ საავადმყოფომ უნდა გაიღოს. აუდიტორები წერენ რეკომენდაციას რის საფეძველზე სამინისტრო შესაბამის ცერტიფიკატს გასცემს.
გ.
Stroke Unit ში დიაგნოსტიკას მკურნალობას ფასი უნდა დაედოს, მაგრამ მხოლოდ 2 წლით და იმ შემთხვევაში თუ აუდიტი დადებითი იქნება. ამით მაღალი ხარისხს მივაღწევთ.
დ. თავიდანვე უნდა განისაზღვროს რომელ ქალაქში რამდენი
Stroke Unit ია საჭირო. შემდეგ თავიდან გამოცხადდეს ტენდერი. და მერე უკვე აუდიტის მიხედვით. არ შეიძლება რომ ვისაც მოუნდება ყველამ სტროუკ უნიტი გახსნას. სტროუკ უნიტში მკურნალობა გერმანიაში 24 საათიანია ან 72 საათიანი, ორივეს თავისი ფასი აქვს, სისტემუყრი ლიზირებისგან დაუკიდებლად.
2. სისტემურ ლიზირების კოდი და ფასი.
3. ნეიროვასკულური ცენტრის მცნება
ა. კრიტერიუმები, სტროუკ უნიტი პლუს ნეიროქირურგია
ბ. ყოველწლიური აუდიტის პირობები (ჩემი აზრით აუდიტი
European Stroke Organisation ან გერმანიის ინსლუტის საზოგადოებას, მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. აუდიტი ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს, აუდიტორები უნდა ჩამოვიდნენ და აუდიტი ადგილზე უნდა ჩაატარონ და არა დისტანციურად და ამ აუდიტის ხარჯი თვითონ საავადმყოფომ უნდა გაიღოს. აუდიტორები წერენ რეკომენდაციას რის საფეძველზე სამინისტრო შესაბამის ცერტიფიკატს გასცემს.
გ.
ნეიროვასკულური ცენტრიში მკურნალობას მეტი ფასი უნდა ჰქონდეს ვიდრე სტროუკ უნიტში მკურნალობას. აქაც აუდიტი და ცერტიფიცირება.
დ.
ნეიროვასკულური ცენტრი საჭიროა ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე, ასე რომ ალბათ თბილისში 2 ან 3, ქუთაისში 1, ბათუმში 1.
ე.
ნეიროვასკულური ცენტრის ფასი ლიზირების და თრომბექტომიისგან დაუკიდებლად.
4. თრომბექტომიის კოდი და ფასი.
5. კრიტერიუმები და ფასები ყველასთვის ერთი და იგივე უნდა იყოს.
6. ამ სისტემით პაციენტების ნაკადის რეგულაცია თავისთავად დალაგდება. თუ შესაბამის ფულს მხოლოდ ცერტიფიცირებული სტროუკ უნიტი ან ცენტრი მიიღებს და არაცერტიფიცერებულ საავადმყოფოს არც უფლება ექნება და არც ფულს გადაუხდიან, ამიტ გავყვეტთ იმ პათოლოგიურ წრეს რომ ინსლუტიან პაციენტს აწვენენ არც კტ აქვთ არც არაფერს უკეთებენ და პაციენტს კლავენ და სახელმწიფოს ფულს ტყუილით ძალავენ.
7. მაინც უნდა შემუშავდეს გეგმა რპმელიც გადაეცემა სასწრაფო დახმარების სამსახურს, რომელსაც ეცოდონება ინსულტიან პაციენტი სად უნდა მიიყვანოს.
8. პირადად მე ამ პროცესების მართვის და აუდიტის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და მზად ვარ ჩემი ცოდნა საერთო საქმეს მოვახმარო.
პატივისცემით
ზაზა ქაცარავა