From : Lia Jabidze <L.Jabidze@ncdc.ge>
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; ivanechkhaidze@evex.ge; Tako Ugulava <tugulava@unicef.org>; kurtsikashvilig@who.int; mkherkheulidze@hotmail.com; keti_kasashvili@yahoo.fr; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Subject : Re: იმუნიზაციის საბჭოს სხდომა
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Lasha Endeladze <lashaendeladze@moh.gov.ge>
Received On : 27.07.2020 05:44


ეკა გამარჯობა, გთხოვთ ლინკი გაგვიზიაროთ ონლაინ შეხვედრის ორგანიზებისთვის.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით, ლიკა
From: Ekaterine Adamia
Sent: Sunday, July 26, 2020 22:54:42
To: Amiran Gamkrelidze; Paata Imnadze; Lia Jabidze; Khatuna Zakhashvili; Khvicha Getia Gmail; ivanechkhaidze@evex.ge; Tako Ugulava; kurtsikashvilig@who.int; mkherkheulidze@hotmail.com; keti_kasashvili@yahoo.fr; kurtsikashvilig@who.int; Shorena Okropiridze; Beka Jakeli; giorgi chavchavadze
Cc: Tamar Gabunia; Lasha Endeladze
Subject: იმუნიზაციის საბჭოს სხდომა
 

მოგესალმებით, პატივცემულო საბჭოს წევრებო,


გაცნობებთ, რომ, ხვალ, 27 ივლისს, 16:00 სთ-ზე ჩანიშნულია იმუნიზაციის საბჭოს სხდომა, სამინისტროში, მე-8 სართულზე, ბრიფინგის დარბაზში. 

სხდომაზე განხილულ იქნება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის საკითხი.


კერძოდ, მოგეხსენებათ, გასულ წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე არსებული გაზრდილი მოთხოვნიდან და შემოდგომაზე კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის მოლოდინის პირობებში მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ფენებში იმუნური ფონის შექმნის აუცილებლობიდან გამომდინარე, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღეისათვის მობილიზებულია დამატებით 100 ათასი დოზა ვაქცინის შესასყიდად საჭირო ფინანსური რესურსი. 

ცენტრის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად, ფრანგული კომპანია „სანოფი-პასტერის“ მიერ შემოთავაზებული იქნა სამკომპონენტიანი ვაქცინა - ,,ვაქსიგრიპი“ რუსულენოვანი შეფუთვამარკირებით - 4-4,5 ევროდ. ვაქცინის შესყიდვის შემთხვევაში,  შესაძლებელია 100  000 დოზის მოწოდება 2020 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში, რაც არის საუკეთესო დრო მოსახლეობის გრიპის ვაქცინით აცრების დასაწყებად. თუმცა სხვადასხვა პრეზენტაციის ვაქცინის (ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში უკვე შესყიდულია ოთხკომპონენტიანი ვაქცინა) გამოყენება, გარკვეულ ლოჯისტიკურ სირთულეებთან და მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვან მოლოდინებთანაა დამოკიდებული.


საბჭოს სხდომაზე ექსპერტებთან ერთად განხილულ უნდა იქნას 2020-2021 წლების გრიპის სეზონისთვის მზადების სხვადასხვა სცენარები, ვაქცინის საჭირო რაოდენობები, აცრას დაქვემდებარებული ჯგუფები და შესაბამისად, კოლეგიალურად იქნას მიღებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ვაქცინის დამატებითი დოზების შესყიდვის შესაძლებლობებზე.

გთხოვთ, დაესწროთ. სხდომაზე, ასევე, შესაძლებელი იქნება ონლაინ-ჩართვა. სურვილის შემთხვევაში, გამოგეგზავნებათ შესაბამისი ლინკი.

დიდი მადლობა,

პატივისცემით,

ეკა​



Ekaterine Adamia

Head of Health Policy Division
Policy Department

Ministry of IDP,s from Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

TEL: (+995) 577 282825


ეკა