| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: იზოლაციის ვადის შემცირება 14-დან 12 დღემდე |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Ana Shikhashvili <ashikhashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 18.08.2020 05:35 |
ნათია, საღამო მშვიდობის,
190/ო ბრძანების მოცულობა (სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული ჯგუფები) დღეისათვის დამტკიცებულია 975 განკარგულებით და ამდენად, სავარაუდოდ გასაუქმებელია, 144/ო ბრძანებით დამტკიცებული დიაგნოსტიკის ალგორითმი მთლიანად დასაკორექტირებელია და უახლოეს
დღეებში მოგაწვდით.
დანარჩენ აქტებზე სავარაუდოდ ყველგან უნდა დავაკორექტიროთ 12 დღეზე, თუმცა ხომ არ მივუთითოთ თარიღი, საიდანაც იცვლება 14 - 12-ით? შემდგომში რამე სადავო საკითხის წამოჭრის შემთხვევაში, რომ ჩანდეს როდის 14 დღე იყო და როდიდან 12.
პატივისცემით,
ეკა
მოგესალმებით ქნ თამარ, კოლეგებო,
როგორც იცით 14 დღიანი კარანტინის ვადა ჩამოვიდა 12 დღემდე.
შესაბამისად, ვფიქრობთ რამოდენიმე აქტში შესაბამისობა იქნება განსასაზღვრი.
გიგზავნით იმ აქტების ჩამონათვალს, სადაც მოხსენიებულია 14 დღიანი კარანტინი ან მკურნალობა.
გთხოვთ მიგვითითოთ რომელში ითხოვს ცვლილებას და რომელი უნდა დარჩეს უცვლელად, ჩვენ ვუზრუნველყობთ ცვლილებების მომზადებისა და განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას.
პატივისცემით,
ნათია