| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; amikogogitidze2@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Vladimer Getia <khgetia@gmail.com>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: დადგენილებების ცვლილებები |
| Cc : | Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; avtandiltalakvadze@gmail.com; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 18.07.2020 05:20 |
ეკას კომენტარების გათვალისწინებით, გიგზავნით კორექტირებულ პროექტებს.
ერთადერთი შეკითხვა რჩება საგანგებოს მიერ ტესტირების უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით, რაზედაც საჭიროა საგანგებოს მოსაზრება/პოზიცია.
პოზიციის მიღებისთანავე, თანდართულ პროექტებს მივცემთ მსვლელობას.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
მოგესალმებით, მეგობრებო,
გიგზავნით შესათანხმებლად 322, 565 და 468 დადგენილებების ცვლილებების პროექტებს კორექტირებული სახით.
322 დადგენილების ფარგლებში საგანგებო ცენტრს ეძლევა ტესტირების ჩატარების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებული ჩანაწერი დადგენილებაში ჩვენი აზრით მიზანშეწონილია დაკონკრეტდეს (ცენტრი განახორციელებს მხოლოდ ნაცხის აღებას და ტრანსპორტირებას, ხოლო ტესტირებას უშუალოდ
ახორციელებენ ლაბორატორიები).
ასევე, ვინაიდან ტესტირებას დაქვემდებარებული მოსარგებლეების შესახებ ზოგადი ჩანაწერია (,,ტესტირების მსურველი პირები"), ასეთი შესაძლოა იყოს პირი, რომელსაც სხვადასხვა აქტებით ეკუთვნის უფასო ტესტირება. ამდენად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 565 დადგენილების ფარგლებში გაჩნდეს საგამონაკლისო ჩანაწერი, ამასთან, ამ შემთხვევაში, დამატებით ცვლილება უნდა შევიდეს 674 დადგენილებაში და ცენტრს უფლება მიეცეს, ასევე, მოემსახუროს პროგრამულ პაციენტებს.
მოგეხსენებათ, აღნიშნული დადგენილებების მიღება სასწრაფოა, ამდენად, გთხოვთ, გაეცნოთ წარმოდგენილ პროექტებს და უმოკლეს ვადაში მოგვწეროთ თქვენი პოზიცია.
პატივისცემით,
ეკა