| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge> |
| Subject : | Re: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსს მიერ ავიგანის მოთხოვნასთან დაკავშირებით |
| Cc : | akakiabutidze@yahoo.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; kchkhartishvili@ssa.gov.ge; mnaskidashvili@ssa.gov.ge |
| Received On : | 11.09.2020 19:20 |
ქალბატონო ირინა,
მივიღეთ თქვენი იმეილი.
არსწებული მარაგის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსთვის მიზანშეწონილი იქნება მედიკამენტ ფავიპირავირის (ავიგანის) 1600 ტაბლეტის (40 პაციენტზე) გადაცემა, რომლის გამოყენება უნდა მოხდეს ძირითადად მძიმე/ კრიტიკულად მძიმე მიმდინარეობის COVID-19-ით, აგრეთვე ცალკეულ შემთხვევებში საშუალო სიმძიმის COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ. მედიკამენტის დანარჩენი მარაგი - 1000 ტაბლეტი (25 პაციენტზე) კი შენახულ იქნეს რეზერვში.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
ბატონო თენგიზ, მოგესალმებითმოგეხსენებათ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის მიზნით, თქვენ მიერ წარმოდგენილი განაწილების შსაბამისად, შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკურ საავადმყოფოს ა/წ 10 აგვისტოს სააგენტოს მხრიდან გადაეცა 1200 ტაბლეტი ავიგანი. დღეს, ელექტრონული ფოსტით ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოდან მივიღეთ წერილი (იხ. ქვემოთ) მედიკამენტის მარაგის ამოწურვასთან და ავიგანის დამატებით მოთხოვნასთან დაკავშირებით.მიდმინარე ეტაპზე ,მარაგის სახით სააგენტოში დარჩენილია 2600 ტაბლეტი.გთხოვთ, გვაცნობოთ შემგომი მითითება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.პატივისცემით,
ირინა გობეჯიშვილი
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
მობ: 599 22 59 82-----Original Message-----
From: Republican Hospital <info.republican@gmail.com>
To: Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Date: Fri, 11 Sep 2020 15:23:42 +0400
Subject: ავიგანი-200მგ ტაბლეტი
მოგესალმებით. თქვენს მიერ ამა წლის 10 აგვისტოს გადმოცემული იქნა ავიგანი -200მგ ტაბლეტი ზედნადების #0539940013 საფუძველზე..რომელიც მთლიანად ათვისებულ იქნა ქალაქ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მიერ COVID-19 -ით დაავადებულ პაციენტებზე. გაცნობებთ რომ დღეის მდგომარეობით სტაციონალში მოწყობილია COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისათვის 170 საწოლი.დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის COVID-19-ით ვირუსით დაავადებული 143 პაციენტი. აქედან გამომდინარე გთხოვთ საჭიროების მიზნით მოგვაწოდოთ მედიკამენტი ავიგანი-200მგტაბლეტი სათანადო რაოდენობის შესაბამისად.პატივისცემით