From : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
To : Lia Arevadze <larevadze@moh.gov.ge>
Subject : Re: არარეგისტრირებული მედიკამენტების შემოტანის შესახებ კომისია N15, 20.08.2020წ.
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tsitsino Kobakhidze <tkobakhidze@moh.gov.ge>
Received On : 21.08.2020 05:27
Attachments :

მადლობა ქალბატონო ლია,

მე შვებულებაში ვიმყოფები, თუმცა ვეთანხმები წარმოდგენილი ფარმაცევტული პროდუქტების ერთჯერად იმპორტზე ნებართვის გაცემას.

ასევე, მექნება დიდი თხოვნა, გაეროს ბავშვთა ფონდი აგზავნის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომლის ერთჯერადი იმპორტის გზით შემოსატანად სამინისტროში წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტები, აღნიშნული დოკუმენტები ერთჯერ უკვე დახარვეზდა სწორად, იმის გამო, რომ თან არ ახლდა მწარმ,ოებელ ქვეყანაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. როგორც მახსოვს ერთჯერად იმპორტზე ნებართვის გასაცემად წარდგენილი უნდა იქნას ან მწარმოებელ ქვეყანაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პროდუქტი უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. 
მოგეხსენებათ, გაეროს ბავშვთა ფონდიდან მიღებული ყველა ვაქცინა არის ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული, შესაბამისად ამ საქონელზეც ცენტრის მიერ დამატებით გამოიგზავნა ჯანმოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია პრეკვალიფიკაციის თაობაზე. ქვეყანაში გვაქვს ამ ვაქცინის დეფიციტი, მისი მოწოდება დაგეგმილია 27 აგვისტოს, შესაბამისად მექნება თხოვნა შესაბამისი სამსახურებისადმი და კომისიისადმი, დაგვეხმაროთ ამ ვაქცინაზე ერთჯერადი რეგისტრაციის ნებართვის 27 აგვისტომდე მიღებაში, რადგანაც 28 აგვისტო უქმეა და შესაბამისად, თუ დროულად არ მოხდა ვაქცინების განბაჟება, შესაძლოა საფრთხე შეექმნას ამ საქონლის ხარისხს შენახვის პირობების არასათანადოდ დაცვის შემთხვევაში.

მადლობა წინასწარ.

პატივისცემით,

ვლადიმერ (ხვიჩა) გეთია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი

მობ: +995 (5) 91 41 59 55

ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

Best Regards,

Vladimer Getia

Georgian National Center for Disease Control and Public Health

Head of State Public Health Programs and Regional Management  Department

Cell: +995 (5) 91 41 59 55

Website: www.ncdc.ge

Email: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

cid:image001.jpg@01D48CB2.4D6DB610

 

 

 

 



чт, 20 авг. 2020 г. в 18:35, Lia Arevadze <larevadze@moh.gov.ge>:
პატივცემულებო გიგზავნით შესათანხმებლად არარეგისტრირებული მედიკამენტების შემოტანის შესახებ კომისიის N15, 20.08.2020წ. სხდომის ოქმს.

ოქმში დღის წესრიგით არის ოთხი საკითხი:

1. დაავადებათა კონტროლს შემოაქვს სახ.პროგრამულად ტუბის მედიკამენტები, რაზეც არის დასკვნები (გ.ჭავჭავაძის და ზ.კაპანაძის) დადებითი და მისაღებია.

2. სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემოაქვთ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი, რაზეც არის  დასკვნები 

(გ.ჭავჭავაძის და ზ.კაპანაძის) დადებითი და მისაღებია.

3. დაავადებათა კონტროლს შემოაქვს კორონა ვირუსის ტესტ-სისტებები, რაზეც არის დასკვნები (გ.ჭავჭავაძის და ზ.კაპანაძის) დადებითი და მისაღებია.

4. დაავადებათა კონტროლს შემოაქვს სახ.პროგრამულად შიდსის მედიკამენტი - ისენტრესი, რაზეც არის დასკვნები (გ.ჭავჭავაძის და ზ.კაპანაძის) დადებითი და მისაღებია.


   თქვენი თანხმობის შემთხვევაში ველოდები დასტურს. 



პატივისცემით,

კომისიის მდივანი - ლია არევაძე


20.08.2020წ.