From : Irina Grdzelidze <secretary@georgia-ccm.ge>
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com
Subject : RE: Letter to CCM/NCDC
Cc : Natia Khonelidze <admin@georgia-ccm.ge>
Received On : 29.09.2020 10:34

მოგესალმებით ქალბატონო ეკა, ქალბატონო თამარ,

გთხოვთ გვაცნობოთ, 1 ოქტომბერი, ხუთშაბათი 14:00 საათი რამდენად მისაღებია თქვენთვის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა იგეგმება ონლაინ, ზუმის საშუალებით.

თქვენს მიერ დროის დადასტურების შემთხვევაში გავაგზავნით წევრებთან მოწვევას.

პატივისცემით,

ირინა

 

From: Irina Grdzelidze [mailto:secretary@georgia-ccm.ge]
Sent: Thursday, September 24, 2020 11:52 AM
To: 'Ekaterine Adamia' ; 'tmeliqidze@yahoo.com'
Cc: 'Natia Khonelidze'
Subject: Letter to CCM/NCDC

 

მოგესალმებით ქალბატონო ეკა, ქალბატონო თამარ,

მე გახლავართ ირინა გრძელიძე, საკოორდინაციო საბჭოს (CCM),  აღმასრულებელი მდივანი. გაცნობებთ, რომ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წერილით მომართა ბატონმა კახა კვაშილავამ, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა. წერილი ეხება  ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას (2020 წლის 8 სექტემბრის #01-101/ნ), რომლის მიხედვითაც  შესაბამისი ბრძანებიდან ამოღებული იქნა მუხლი, რომელიც პანდემიის და ეპიდემიის პირობებში  იძლეოდა   ჩამნაცვლებელი პრეპარატის 5 დღის ულუფის გაცემის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე იქმნება საკონსულტაციო, სამუშაო ჯგუფი,  საკითხზე მსჯელობისა და რისკების გათვალისწინებით  რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავიარეთ წინასწარი კონსულტაციები ქალბატონ თამარ გაბუნიასთან და მოგმართავთ თხოვნით ჩაერთოთ ჯგუფის მუშაობაში.

სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დეტალებს გაცნობებთ მოგვიანებით.

 პატივისცემით,

ირინა გრძელიძე

საბჭოს სამდივნო