| From : | Kakhaber Ishkhneli <Kakhaber.Ishkhneli@Bochorishvili.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge>; Nino Nijaradze <nnijaradze@gmail.com> |
| Subject : | RE: Covid 19 case management model |
| Cc : | etikaradze@yahoo.de; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 08.09.2020 09:47 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
მოგესალმებით.
მოდელის ძირითადი მახასიათებლები გავიარეთ პრაქტიკოს ინფექციონისტებთან ერთად. ისინი პრაქტიკულად ეთანხმებიან
ამ მოდელს, თუმცა არცთუისე უმნიშვნელო რაოდენობით არის შემთხვევები როდესაც კლინიკური სურათი კლინიკაში მოთავსებიდან მერვე დღის შემდგომ გაიშალა.
თუმცა ეს არის საკმაოდ დაბალი ალბათობით და თუ საკარანტინე სივრციდან, კლინიკური ნიშნების გამოვლენისას, რეჰოსპიტალიზაციის პრობლემები არ შეიქმნება
სრულ თანხმიერებაში ვართ არსებულ მოდელთან.
პატივისცემით
Kakhaber Ishkhneli
"Academician Vakhtang Bochorishvili Clinic" LTD
Clinical Director
#16 Al.Kazbegi Ave, Tbilisi, Georgia
Tel.:+995 (32) 2 471 024
Ext.: 4601
From: Tamar Gabunia
Sent: Monday, September 7, 2020 21:53
To: Ekaterine Adamia
Cc: etikaradze@yahoo.de; giorgi chavchavadze
Subject: Covid 19 case management model
Importance: High
ბატონო თენგიზ
ბატონო ლევან და ქალბატონო ელზა
ბატონო ამირან
ძვირფასო კოლეგებო
ჯანდაცვის სამინისტრო ემზადება რა კორონავირუსის შემთხვევების მოსალოდნელი მატებისთვის განიხილავს კოვიდ დადასტურებული შემთხვევების ჰოსპიტლების გარეთ საკარანტინე სასტუმროებში მართვის
მოდელს. მოდელის ძირითადი მახასიათებლები, რაც შემდგომ დეტალიზაციას საჭიროებს შემდეგია:
1.
საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტები კოვიდ19-ის მსუბუქი ფორმით სამედიცინო მეთვალყურეობისა და იზოლირებულ პირობებში მკურნალობის დასრულებისთვის გადავლენ საკარანტინე
სასტუმროში.
2.
საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობა მოიცავს კოვიდ 19-ის მართვის გაიდლაინით რეკომენდებული გამოკვლევების ნაკრებს, რაც პაციენტის მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასებისთვის უნდა ჩატარდეს.
ეს საშუალებას მოგვცემს თავიდანვე შევაფასოთ მოსალოდნელი რისკები და ვიმოქმედოთ შესაბამისად.
3.
კლინიკური ჯგუფის წევრებს გთხოვთ ექსპერტულ მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რა იქნება გონივრული ვადა ასიმპტომური და სათანადოდ გამოკვლეული პირის კლინიკიდან საკარანტინე სასტუმროში
გადაყვანისთვის. თუ იქნება მიზანშეწონილი საკარანტინე სივრცეში გადაყვანა მოხდეს ჰოსპიტალიზაციის მერვე დღიდან- რაც პრაქტიკულად დაავადების მიმდინარეობის მეორე ნახევრია. ეს შეამოკლებს ჰოსპიტალურ დაყოვნებას 4-6 დღით, და შეამცირებს დატვირთვას ჰოსპიტალურ საწოლფონდზე.
4.
ვფიქრობთ ამ მოდელში არ მოხვდენენ პაციენტები, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის
ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა და სხვ. კლინცისტის გადაწყვეტილებით).
5.
მოდელში ვერ მოხვდებიან პაციენტები 18 წლამდე და 65 წლის შემდეგ.
6.
საკარანტინე სივრცეში იმუშავებს 20 პაციენტზე- ექიმისა და ექთნის 1 გუნდი, პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად ემატება კიდევ 1 გუნდი ყოველ დამატებით 10 პაციენტზე.
გთხოვთ მოსაზრებებს ამ და სხვა დამატებითი დეტალების თაობაზე. ხვალ გვინდა ჩავნიშნოთ კლინიკური ჯგუფის შეხვედრა. 9 აპრილს საკოორდინაციო საბჭოს უნდა წარვუდგინოთ შეჯერებული პოზიცია ამ საკითხზე.
ამიტომ გთხოვთ თქვენი პოზიცია მომაწოდოთ 8 სექტემბრის დღის 4 საათამდე. ვფიქრობ 4-ისთვის შევძლებთ შეხვედრის ორგანიზებასაც თუმცა ამ საკითხზე დამატებით დაგიკავშირდებით.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister