From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Marina Ezugbaia <marinaezugbaia@yahoo.com>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge>; Nino Nijaradze <nnijaradze@gmail.com>
Subject : RE: Covid 19 case management model
Cc : etikaradze@yahoo.de; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Received On : 08.09.2020 12:16
Attachments :

ქალბატონო მარინა

 

მადლობა წინასწარი გამოხმაურებისთვის. გთხოვთ დაუთმოთ იმდენი დრო რამდენიც გჭირდებათ მოდელის დამუშავებისთვის და გამოაგზავნოთ დამატებითი კომენტარები. მივიღე კომენატრები სხვა კოლეგებისგანაც და ხვალ პროტოკოლის სახით გავაზიარებთ. ამიტომ შეზღუდვა მოსაზრებების ინტეგრირების კუთხით ნამდვილად არ არსებობს.

დიდი მადლობა!

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Marina Ezugbaia [mailto:marinaezugbaia@yahoo.com]
Sent: 8 September, 2020 15:58
To: Ekaterine Adamia ; Alisa Tsuladze ; Nino Nijaradze ; Tamar Gabunia
Cc: etikaradze@yahoo.de; giorgi chavchavadze
Subject: Re: Covid 19 case management model

 

ქალბატონო თამარ,

 

მივიღეთ თქვენი იმეილი. სასურველი იყო, რომ აღნიშნული მოდელის თაობაზე ინფორმაცია მიგვეღო უფრო ადრე, რათა გვქონოდა საკმარისი დრო განსახილველად და შესაძლო კორექტივების შესატანად.

 

ძირითადში, აღნიშნული მოდელი მისაღებია.

 

პატივისცემით,

 

მარინე ეზუგბაია

 

 

Dr. Ezugbaia M.

 

 

On Monday, September 7, 2020, 09:53:31 PM GMT+4, Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> wrote:

 

 

ბატონო თენგიზ

ბატონო ლევან და ქალბატონო ელზა

ბატონო ამირან

ძვირფასო კოლეგებო

 

ჯანდაცვის სამინისტრო ემზადება რა კორონავირუსის შემთხვევების მოსალოდნელი მატებისთვის განიხილავს კოვიდ დადასტურებული შემთხვევების ჰოსპიტლების გარეთ საკარანტინე სასტუმროებში მართვის მოდელს. მოდელის ძირითადი მახასიათებლები, რაც შემდგომ დეტალიზაციას საჭიროებს შემდეგია:

1.       საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტები კოვიდ19-ის მსუბუქი ფორმით სამედიცინო მეთვალყურეობისა და იზოლირებულ პირობებში მკურნალობის დასრულებისთვის გადავლენ საკარანტინე სასტუმროში.

2.       საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობა მოიცავს კოვიდ 19-ის მართვის გაიდლაინით რეკომენდებული გამოკვლევების ნაკრებს, რაც პაციენტის მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასებისთვის უნდა ჩატარდეს. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდანვე შევაფასოთ მოსალოდნელი რისკები და ვიმოქმედოთ შესაბამისად.

3.       კლინიკური ჯგუფის წევრებს გთხოვთ ექსპერტულ მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რა იქნება გონივრული ვადა ასიმპტომური და სათანადოდ გამოკვლეული პირის კლინიკიდან საკარანტინე სასტუმროში გადაყვანისთვის. თუ იქნება მიზანშეწონილი საკარანტინე სივრცეში გადაყვანა მოხდეს ჰოსპიტალიზაციის მერვე დღიდან- რაც პრაქტიკულად დაავადების მიმდინარეობის მეორე ნახევრია. ეს შეამოკლებს ჰოსპიტალურ დაყოვნებას 4-6 დღით, და შეამცირებს დატვირთვას ჰოსპიტალურ საწოლფონდზე.

4.       ვფიქრობთ ამ მოდელში არ მოხვდენენ პაციენტები, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა და სხვ. კლინცისტის გადაწყვეტილებით).

5.       მოდელში ვერ მოხვდებიან პაციენტები 18 წლამდე და 65 წლის შემდეგ.  

6.       საკარანტინე სივრცეში იმუშავებს 20 პაციენტზე- ექიმისა და ექთნის 1 გუნდი, პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად ემატება კიდევ 1 გუნდი ყოველ დამატებით 10 პაციენტზე.

 

გთხოვთ მოსაზრებებს ამ და სხვა დამატებითი დეტალების თაობაზე. ხვალ გვინდა ჩავნიშნოთ კლინიკური ჯგუფის შეხვედრა. 9 აპრილს საკოორდინაციო საბჭოს უნდა წარვუდგინოთ შეჯერებული პოზიცია ამ საკითხზე. ამიტომ გთხოვთ თქვენი პოზიცია მომაწოდოთ 8 სექტემბრის დღის 4 საათამდე. ვფიქრობ 4-ისთვის შევძლებთ შეხვედრის ორგანიზებასაც თუმცა ამ საკითხზე დამატებით დაგიკავშირდებით.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0