From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>; Rusudan Chkhubianishvili <rusudan.chkhubianishvili@caritas.cz>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>
Subject : RE: ჩეხეთის კარიტასი პროექტი "პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა" დასაწყისი
Cc : Marina Shikhashvili <m.shikhashvili@yahoo.com>; Nato Shengelia <natoshengelia@gmail.com>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Received On : 03.07.2020 13:15
Attachments :

მადლობა ნანა

 

From: Nana Kalmakhelidze
Sent: 3 July, 2020 16:09
To: Tamar Gabunia ; Rusudan Chkhubianishvili ; Lela Tsotsoria
Cc: Marina Shikhashvili ; Nato Shengelia ; Alexander Turdziladze ; Ekaterine Adamia ; giorgi chavchavadze
Subject: RE: ჩეხეთის კარიტასი პროექტი "პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა" დასაწყისი
Importance: High

 

ქალბატონო თამარ,

თქვენი დავალების თანახმად, გავაკეთე 2007 წლიდან დღემე დამტკიცებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების რევიზია (ცხრილში შევიტანე 2018 წლის ჩათვლით დამტკიცებული გაიდლაინები/პროტოკოლები). აღნიშნული დოკუმენტები ხშირ შემთხვევაში მინისტრის ბრძანებით ერთადაა დამტკიცებული. არსებული გაიდლაინებიდან და პროტოკოლებიდან ამოვიღე მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის რგოლში გამოსაყენებელი დოკუმენტები, რომელთა შორისაც ნაწილს სათაურშივე აქვს მითითებული, რომ გამოიყენება პირველადი ჯანდაცვის რგოლში. ეს ნაწილი გაიდლაინებისა და პროტოკოლებისა გამოყოფილია მუქი შრიფტით (გაიდლაინებისა და პროტოკოლების გარკვეულ ნაწილს არ აქვს მითითებული სათაურში, მაგრამ ისინი პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვისაა განკუთვნილი).

აღნიშნულ ჩამონათვალში მითითებულია მინისტრის ბრძანების ნომერი და თარიღი, როდესაც დამტკიცდა გაიდლაინი/პროტოკოლი და მათი მოქმედების ხანგრძლივობა.

 

პატივისცემით,

ნანა კალმახელიძე

 

 

 

From: Tamar Gabunia
Sent: 24 June, 2020 19:31
To: Rusudan Chkhubianishvili; Lela Tsotsoria
Cc: Marina Shikhashvili; Nato Shengelia; Alexander Turdziladze; Ekaterine Adamia; Nana Kalmakhelidze
Subject: RE:
ჩეხეთის კარიტასი პროექტი "პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა" დასაწყისი

 

ძვირფასო რუსუდან

დიდი მადლობა ამ სიახლისთვის! ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. პროტოკოლების შემუშავებასთან დაკავშირებით კარგი იქნება სამუშაო შეხვედრა ჩაინიშნოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის და ასევე ოჯახის ექიმთა ასოციაციების წარმომადგნელების მონაწილეობით. საჭიროებები გამოვიკვეთება და შესაბამისად დავგეგმოთ თემებიც.

ლელა წოწორია და ნანა კალმახელიძე იმუშავებენ თქვენთან ამ მიმართულებით. ქალბატონ ნანას ვთხოვ მოგვცეს ნუსხა პროტოკოლების, თუ რომელი პროტოკოლია სასწრაფოდ გასაახლებელი ან შეიძლება არც გვაქვს და თავიდანაა შესაქმნელი.

საუკეთესო სურვილებით,

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Rusudan Chkhubianishvili [mailto:rusudan.chkhubianishvili@caritas.cz]
Sent: 24 June, 2020 16:07
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>
Cc: Marina Shikhashvili <m.shikhashvili@yahoo.com>; Nato Shengelia <natoshengelia@gmail.com>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>
Subject:
ჩეხეთის კარიტასი პროექტი "პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა" დასაწყისი

 

მოგესალმებით, ქალბატონო თამარ

 

მინდა სიამოვნებით გაუწყოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტი "პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში" (Support to Primary healthcare strengthening in Georgia)  ოფიციალურად დაიწყო 1 ივნისს და უკვე შევუდექით პროექტის განხორციელებას

ახალი პროექტის გეგმებს გაუწყებთ მაღალი დონის შეხვედრის დროს, რომლის ორგანიზებას აპირებს ჩეხეთის საელჩო

 

ჩვენი პროექტის გუნდი არის იგივე: ქალბატონი მარინა შიხაშვილი, ნატო შენგელია და ორგანიზაციულად ვთანამშრომლებთ კომპანია "Consulting & IT Innovations", რომელიც შექმნის უნიფიცირებულ საინფორმაციო სისტემას პირველადი ჯანდაცვისთვის, როგორც აღწერილია პროექტის დოკუმენტში და როგორც იყო მოთხოვნილი სამინისტროს მიერ. ჩვენ პირველი შეხვედრა უკვე გავმართეთ სამინისტროს საინფორმაციო სისტემის დეპარტამენტთან, სადაც მონაწილეობდა ასევე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

ივნისის განმავლობაში ჩვენი პროექტის ექსპერტებმა განახორციელეს პირველი მხარდაჭერი მეთვალყურეობის ვიზიტი 5 საპილოტე სამედიცინო დაწესებულებასთან, რომელთანაც ხარისხის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობდით წინა წლებში. დაგეგმილია საქმის ბოლომდე მიყვანა. თქვენ სისტემატურად მიიღებთ ანალიტიკურ ანგარიშს, როგორც 2019 წელს ხდებოდა.     

 

ამჟამად ჩვენ გვჭირდება თქვენი რჩევა პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლების განახლებასთან დაკავშირებით. წელს დაგეგმილია 5 პროტოკოლის განახლება (შემდეგ წელს კიდევ 5). როგორი იქნება მათი შერჩევის მექანიზმი? ამის შესახებ გვსურდა თქვენი კონსულტაცია

 

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა გაგიზიაროთ კოვიდ-19 საეჭვო შემთხვევების მართვის ტრენინგების ანგარიში (ასევე მონაწილეთა დასწრების სიას). ანგარიში მოიცავს ტრენერების ფრიად ღირებულ მიგნებებს და რეკომენდაციებს სოფლის ექიმების პრობლემებთან და მიმდინარე ცოდნასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის, რომ მოვახერხეთ ასეთი შესანიშნავი ტრენინგები შეგვეთავაზებინა ოჯახის ექიმებისთვისპროექტი დაეხმარა ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემის გაძლიერებაში და სპეციალისტთა ტრენინგში ამ სოფტის გამოყენებაში

 

დიდი მადლობა წინასწარ.

 

პატივისცემით,

 

რუსუდან

 

 

 

Rusudan Chkhubianishvili

Projects Manager | Caritas Czech Republic

 

Phone: +995 593 688 609

Email: rusudan.chkhubianishvili@caritas.cz

Skype ID: rusikoch

 

8, Kartozia Str. Block IV, Entrance I, Floor IX, Apt. 24

Tbilisi, Georgia

https://georgia.charita.cz/