| From : | Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge> |
| To : | Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>; Vladimer Getia <khgetia@gmail.com> |
| Subject : | RE: ტუბი - უცხო ქვეყნის მოქალაქეები |
| Cc : | Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>; Nino Vakhania <n.vakhania@ncdc.ge>; Maka Danelia <m.danelia@ncdc.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 22.07.2020 11:03 |
მადლობა მაგდა.
ია
From: Magda Naskidashvili [mailto:MNaskidashvili@ssa.gov.ge]
Sent: Wednesday, July 22, 2020 2:59 PM
To: Vladimer Getia
Cc: Ia Kamarauli; Irma Khonelidze; Nino Vakhania; Maka Danelia; Ekaterine Adamia
Subject: Re: ტუბი - უცხო ქვეყნის მოქალაქეები
მოგესალმებით,
ვეთანხმები ბატონ ხვიჩას. მოსარგებლეთა წრეს დაემატოს აღნიშნული პირები. დამატებითი კონტრაქტი არ არის საჭირო. მიმწოდებელმა შესრულებულ სამუშაოსთან ერთად სააგენტოში წარმოადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის მიერ გაცებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება ის მონაცემი, რასაც შესრულებაში წარმოადგენს მიმწოდებელი. აღნიშნული სააგენტოსთვის იქნება საფუძველი, რომ შესრულებაში მითითებული უპირადობო პირები ნამდვილად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრებში განთავსებული კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
პატივისცემით,
მაგდა ნასყიდაშვილი
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 144, 0119, თბილისი
მობილური: (+995) 99 09 39 10
ელ–ფოსტა: MNaskidashvili@ssa.gov.ge
-----Original Message-----
From: Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
To: Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>
Cc: Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>, Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>, Nino Vakhania <n.vakhania@ncdc.ge>, Maka Danelia <m.danelia@ncdc.ge>, Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Date: Tue, 21 Jul 2020 23:04:39 +0400
Subject: Re: ტუბი - უცხო ქვეყნის მოქალაქეები
მოგესალმებით კიდევ ერთხელ,
ვფირობ მოსარგებლეების წრის გაფართოება საკმარისი იქნება დასახული მიზნის მისაღწევად ისე, რომ არც დამატებითი შესყიდვის გაკეთება იქნება საჭირო და შესაბამისად არც ამ ცვლილების წინასწარი შეთანხმება შესყიდვების სააგენტოსთან.
პატივისცემით
ხვიჩა
პატივისცემით,
ვლადიმერ გეთია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი
მობ: +995 (5) 91 41 59 55
ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;
Best Regards,
Vladimer Getia
Georgian National Center for Disease Control and Public Health
Head of State Public Health Programs and Regional Management Department
Cell: +995 (5) 91 41 59 55
Website: www.ncdc.ge
Email: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

вт, 21 июл. 2020 г. в 22:00, Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>:
მოგესალმებით,
პირველ რიგში მიმოწერას ვაზიარებ ქალბატონ თამარ მელიქიძესთან.
თუ სწორად გავიგე , დასახული ამოცანა არის რომ, ტუბის პროგრამის მოსარგებლებს დაემატოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრებში განთავსებული კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად.
სააგენტოს ადმინისტრირებადი კომპონენტები (ამბულატორიული მომსახურება და სტაციონარული მომსახურება) , როგორც თქვენთვის ცნობილია, ე. წ. ვაუჩერული კომპონენტებია, სადაც მიმწოდებელი რეგისტრირდება სპეციალური განაცხადის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ახალი კომპონენტი ემატება? დასაზუსტებელია კომპონენტი ემატება ახალი თუ მოსარგებლეთა წრე ფართოვდება?
მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 10' მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისგან“. - რომელი მომსახურების ? მესამე მუხლს ემატება ?
პატივისცემით,
მაგდა ნასყიდაშვილი
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 144, 0119, თბილისი
მობილური: (+995) 99 09 39 10
ელ–ფოსტა: MNaskidashvili@ssa.gov.ge
-----Original Message-----
From: Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>
To: Vladimer Getia <khgetia@gmail.com>, Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>
Cc: Nino Vakhania <n.vakhania@ncdc.ge>, Shalva Baghashvili <shbaghashvili@moh.gov.ge>, Maka Danelia <m.danelia@ncdc.ge>, "Ekaterine Adamia" <eadamia@moh.gov.ge>, Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>
Date: Tue, 21 Jul 2020 12:50:40 +0000
Subject: RE: Re:
თუ ვუმკურნალებთ კიდევაც, მაშინ გამოდის რომ არც პუნქტების მითითება აღარ უნდა.
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე და საქართველოში მყოფი ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) პირები (მკურნალობის შედეგად აბაცილირების შემთხვევაშიც) და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად. პროგრამის მოსარგებლეები ასევე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრებში განთავსებული კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად, რომელთა მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისგან“.
ია
From: Vladimer Getia [mailto:khgetia@gmail.com]
Sent: Tuesday, July 21, 2020 4:35 PM
To: Irma Khonelidze
Cc: Ia Kamarauli; Nino Vakhania; Shalva Baghashvili; Maka Danelia
Subject: Re:
ირმა, ია
რამდენად საჭიროა ამდენი თავის ტკივილი გლობალური ფონდის პროექტიდან 5200 ლარის გადასახდელად, იქნებ სჯობდეს მხოლოდ მოსარგებლედ განვსაზღვროთ ეს პირები და ჩვეულებრივად მოემსახუროს სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული მიმწოდებლები ამ კონტინგენტსაც? მხოლოდ ერთი ჩანაწერი და მეტი არაფერი, რაც შეეხება ტუბერკულოზის დადასტურებულ შემთხვევას, ეს ბენეფიციარები ისევე უნდა ჩაერთვნენ მკურნალობაში როგორც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები, რადგანაც იმყოფებიან სახელმწიფო ზედამხედველობისა და მზრუნველობის ქვეშ.
პატივისცემით
ხვიჩა
პატივისცემით,
ვლადიმერ გეთია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი
მობ: +995 (5) 91 41 59 55
ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;
Best Regards,
Vladimer Getia
Georgian National Center for Disease Control and Public Health
Head of State Public Health Programs and Regional Management Department
Cell: +995 (5) 91 41 59 55
Website: www.ncdc.ge
Email: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;
вт, 21 июл. 2020 г. в 16:09, Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>:
ია,
ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მიგრაციის სამსახურის თავშესაფრებში მყოფ პირთა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის თაობაზე, როგორც შენთვისაც ცნობილია განხორციელების მექანიზმის მიუხედავად ეს კონტინგენტი უნდა განისაზღვროს სახ. პროგრამის მე-3 მუხლის ა.ა ქვეპუნქტის და, ვფიქრობ ლაბორატორიულ ნაწილში გ.ბ ქვეპუნქტის მოსარგებლედ. თუმცა, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობაზე უარს ვეუბნებით?
მოწოდებული ინფორმაციით წლის განმავლობაში ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს 100, შესაბამისად ამბულატორიული მომსახურებისთვის საჭირო ბიუჯეტი 100X52=5 200 ლარი; თუ კვარტლებზე გადავიანგარიშებთ 2020 წლის IV კვარტლის საჭიროება იქნება 25X52=1 300 ლარი (სავარაუდოდ ნაკლები).
რაც შეეხება განხორციელების მექანიზმს
1. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების დაფინანსება, ამისთვის საჭიროა სახ. პროგრამის შესაბამისი მომსახურების ბენეფიციარებად განისაზღვროს ხსენებული კონტინგენტი
2. დამფინანსებლად ცენტრის GF TB პროგრამის განსაზღვრა
ამისთვის დამატებით საჭიროა ა)ცენტრის მიერ სააგენტოს დაკონტრაქტება (მომსახურების მიმღები იქნება სააგენტო, სახ. პროგრამით განსაზღვრული არსებული წესით) შესყიდვების სააგენტოსთან პირდაპირი კონტარქტირების შეთანხმების შემდეგ; ინსპექტირებასა და მიღება-ჩაბარებას უზრუნველყოფს სააგენტო, არსებული წესით, ხოლო ცენტრი სააგენტოს მიერ მომსახურების მიღების საფუძველზე უზრუნველყოფს მიმწოდებლის დაფინანსებას. ასევე, საჭირო იქნება შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით მომსახურების მომწოდებლის კონტრაქტირება, რათა შევძლოთ ანგარიშსწორება;
3. ამ აქტივობის განმახორციელებლად ცენტრის განსაზღვრა და სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სხვა მექანიზმების შენარჩუნება
ამისთვის, პროგრამაში ცვლილებების დამტკიცების კვალდაკვალ ცენტრმა უნდა შეიმუშაოს ვირტუალური ვაუჩერის საფუძველზე მომსახურების მიწოდების წესი, რომელიც ფორმალურად უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან და დამტკიცდეს ცენტრის მიერ ორგანიზაციული ბრძანებით
ამ წესით რეგისტრირებულ მომწოდებელთან კონტრაქტის გაფორმება
მიმსახურების ინსპექტირებასა და მიღება-ჩაბარებას უზრუნველყოფს ცენტრი
ანაზღაურება მოხდება სახ პროგრამით განსაზღვრული წესით
3. პროგრამაში განხორციელების წესის ცვლილება ამ აქტივობის ნაწილში, ნაცვლად ვირტუალური ვაუჩერისა პირდაპირ განისაზღვროს ტბ ცენტრი მომსახურების მიმწოდებლად; მიმწოდებლისგან მომსახურების შესყიდვისთვის სახ. პროგრამაში უნდა გაჩნდეს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ჩანაწერი
ცენტრი შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ მოახდენს ტბ ცენტრის კონტრაქტირებას, ასევე შემდგომში უზრუნველყოფს მიმსახურების ინსპექტირებასა და მიღება-ჩაბარებას; ხოლო ანაზღაურება განხორციელდება სახ. პროგრამით განსაზღვრული დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანგარიშგების წესის შესაბამისად.
რომელი გზაც იქნება არჩეული, იმის შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს სახელმწიფო პროგრამაში
განხორციელების მექანიზმის მიუხედავად , საჭირო იქნება მიგრაციის სამსახურის მიერ ინფორმაციის მოწოდების ფორმის შემუშავება, არ ვიცი რამდენად პროგრამით იქნება საჭირო მისი დამტკიცება, მაგრამ სახ. პროგრამამ ალბათ უნდა განსაზღვროს, რომ ამ კონტინგენტის სამედიცინო გამოკვლევისთვის უნდა იყოს მიგრაციის სამსახურის მომართვა
მზად ვარ მოგაწოდო დამატებითი განმარტებები საჭიროების შემთხვევაში
სს
ირმა
--
Irma Khonelidze
Deputy Director General, MPA
National Center for Disease Control and Public Health
--
Irma Khonelidze
Deputy Director General, MPA
National Center for Disease Control and Public Health