| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| Subject : | RE: სოლიდარობის კვლევის პრეპარატები |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; igobejishvili@ssa.gov.ge; Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge> |
| Received On : | 12.08.2020 09:08 |
| Attachments : |
დიდი მადლობა ბატონო თენგიზ! ირინა გთხოვთ უზრუნველყოთ განაწილება, ბატონო თენგიზის წინადადების შესაბამისად.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Tengiz Tsertsvadze [mailto:tt@aidscenter.ge]
Sent: 11 August, 2020 22:12
To: Tamar Gabunia
Cc: Ekaterine Adamia
Subject: სოლიდარობის კვლევის პრეპარატები
ქალბატონო თამარ,
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჯანმო-ს “Solidarity” კვლევის ფარგლებში საქართველოსთვის მოწოდებულ იქნა შემდეგი ანტივირუსული მედიკამენტები:
1. ლოპინავირ/რიტონავირი (ალუვია) 200მგ/50მგ - 5640 ტაბლეტი (100 პაციენტზე)
2. ინტერფერონ ბეტა 1ა 44 ug/0.5ml (კანქვეშა ინექციისთვის) - 156 შპრიცი (26 პაციენტზე)
3. ინტერფერონ ბეტა 1ა 10ug (ინტრავენური ინექციისთვის) - 120 ფლაკონი (20 პაციენტზე)
4. ჰიდროქსიქლოროქინის სულფატი (პლაქვენილი) 200მგ - 2400 ტაბლეტი (109 პაციენტზე)
როგორც მოგეხსენებათ, ჰიდროქსიქლოროქინის სულფატი (პლაქვენილი) და ლოპინავირ/რიტონავირი (ინტერფერონთან კომბინაციის გარეშე) “Solidarity” კვლევიდან ოფიციალურად იქნა ამოღებული. შესაბამისად, აღნიშნული კვლევის ფარგლებში ამ ეტაპზე (რემდესივირის მოწოდებამდე) უფლება გვაქვს გამოვიყენოთ მხოლოდ ლოპინავირ/რიტონავირის და ინტერფერონ ბეტა 1ა -ს კომბინაცია (სულ 46 პაციენტზე).
ამჟამად “Solidarity” კვლევაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია სულ ხუთი COVID კლინიკა:
1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი
2. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა
3. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – რესპუბლიკური საავადმყოფო
4. თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
5. საჩხერის რაიონული საავადმყოფო
რაც შეეხება დანარჩენ COVID კლინიკებს, როგორც ვიცით, ჯანმო-სგან უკვე მიღებულია თანხმობა მათი კვლევაში დამატებით ჩართვის თაობაზე და სამინისტრო აწარმოებს შესაბამის პროცედურებს.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ეტაპზე ზემოთაღნიშნულ ხუთ COVID კლინიკას გადაეცეს 38 პაციენტისთვის სამყოფი მედიკამენტები: ლოპინავირ/რიტონავირი (2016 ტაბლეტი) და ინტერფერონ ბეტა 1ა (20 შპრიცი კანქვეშა ინექციისთვის და 18 ფლაკონი ინტრავენური ინექციისთვის). მედიკამენტების დანარჩენი მარაგი (8 პაციენტზე) შენახულ იქნეს რეზერვში.
თანდართული excel-ის ფაილით გიდგენთ კვლევაში ჩართული COVID კლინიკებისთვის გადასაცემი მედიკამენტების: ლოპინავირ/რიტონავირის და ინტერფერონ ბეტა 1ა -ს(კანქვეშა და ინტრავენური) განაწილებას.
გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში უზრუნველყოთ ზემოთაღნიშნული მედიკამენტების განაწილება კლინიკებისთვის.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე