From : Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge>
To : Nia Khachidze <nkhachidze@moh.gov.ge>
Subject : RE: საქმიანი ვიზიტორის პროფესიული განვითარების საბჭოს ნებართვის თაობაზე
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 09.09.2020 13:13

ქალბატონო ნია,

              გაცნობებთ, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის  27 ნოებრის N13 სხდომის გადაწყვეტილებით, გერმანიიდან მოწვეულ ექიმ - სპეციალისტს კონრად კარჩის, 6 (ექვსი) თვის ვადით, მიენიჭა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება სპეციალობაში „ზოგადი ქირურგია“. 

ვადის დასრულებასთან დაკავშირებით, ა.წ. 23 ივლის სააგენტოში შემოსულია შპს ,,წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის" ადმინისტრაციის წერილი, კონრად კარჩისათვის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე. მინისტრის N01-9/ნ (15.08.2018) ბრძანებაში შესული ცვლილებების (ბრძანება N01-57/ნ 08.06.2020) გათვალისწინებით, დამატებით იქნა მოთხოვილი ინფორმაცია, მოწვეული სპეციალისტის ბოლო, არანაკლებ 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილისა და დაკავებული პოზიციის თაობაზე (ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული).

აღნიშნულთან დაკავშირებით, ა.წ. 11 აგვისტოს  წერილობით (№ 02/10285) ეცნობა კლინიკის ადმინისტრაციას. მათი მხრიდან მოთხოვნილი დოკუმენტაცია სააგენტოშ არ არი შემოსული. შესაბამისად, დღეისათვის კონრად კარჩი არ ფლობს დროებითი საექიმო საქმიანობის უფლებას.

 

From: Nia Khachidze
Sent: Wednesday, September 9, 2020 3:49 PM
To: Kakhaber Shalikadze
Cc: Tamar Gabunia ; Ekaterine Adamia
Subject:
საქმიანი ვიზიტორის პროფესიული განვითარების საბჭოს ნებართვის თაობაზე

 

ბატონო კახა,

 

ბიზნეს ვიზიტორების სისტემაში შემოსულია განაცხადი ქირურგის მოწვევის თაობაზე.

 

შპს იოანე მოწყალეს სახელობის პრივატ კლინიკა იწვევ პოლონეთის მოქალაქე WOJCIECH KONRAD- ბარიატრიული და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებით შესაბამისი ოპერაციების ჩატარების მიზნით.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია აქვთ თუ არა ზემოაღნიშნულ ექიმს პროფესიული განვითარების საბჭოს ნებართვა საქართველოს ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელების მიზნით

 

დანართის სახით იხილეთ სამედიცინო დაწესებულების მოწვევის წერილი და მოწვეული პირის პასოპორტის ასლები.

 

 

პატივისცემით,

 

ნია ხაჩიძე

 

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო, პოლიტიკის დეპარტამენტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

აკ.წერეთლის N144., 0119, .თბილისი, საქართველო

+995 598 15 95 65

 

 

Best regards,

 

Nia Khachidze

 

Division of Health Care Policy, Policy Department

Ministry of IDPs from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia.

144 Tsereteli av., 0119 Tbilisi, Georgia

+995 598 15 95 65