From : Marina Latsabidze <mlatsabidze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>
Subject : RE: ოპიოიდების მარეგულირებელი კანონმდებლობა
Cc : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Received On : 06.08.2020 08:49

ქალბატონო თამარ მოგესალმებით, პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით პასუხის დაგვიანებისათვის. შვებულებაში ვარ, ქალაქიდან გასული და ინტერნეტზე წვდომა შეფერხებული მაქვს. გავეცანი ფათი ძოწენიძის წერილს. გაცნობებთ, რომ მის მიერ სამინისტროში შემოტანილია ბრძნების ცვლილების პროექტები, რომლებიც ეხება ოპიოიდურ ნარკოტიკებზე პაციენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი დანიშვნის, გამოწერისა და გაცემის მიმართულებით. კერძოდ: • საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის N 465/ო ბრძანება „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“; • „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის №157/ნ ბრძანება; • საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 ანალგეტიკებით სიმტომურ მკურნალობაზე მყოფი კონტიგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებები ეხება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ოპიოიდური ნარკოტიკების დანიშვნას არაონკოლოგიური, არაპალიატიური, პაციენტებისათვისაც, რომელთაც აქვთ ტკივილები. რასაკვირველია, აღნიშნულის წინააღმდეგი ვერ ვიქნებით, თუმცა მოსაფიქრებელია ამ შემთხვევაში ნარკოტიკის საცალო გაცემის წესი (დღეს ნარკოტიკის გაცემა ხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაბეჭდილი რეცეპტებით, პოლიციის შენობაში არსებული აფთიაქიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარჯით). ამასთან, ცვლილებების თანახმად, რეცეპს გამოწერს, ნებისმიერი სპეციალობის ექიმი. გარდა ამისა, ერთჯერადად გაიცემა 14 დღის მარაგი (ნაცვლად დღეს არსებული 5 დღიანი მარაგისა). ყოველივე ზემოხსენებული იწვევს ნარკოტიკების ბრუნვის დიაპაზონის მკვეთრად გაფართოებას. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, საჭირო იქნება კონტროლის ეფექტური და მძლავრი მექანიზმების შემუშავება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ბატონ გიორგი ჭავჭავაძის მოხსენებით ბარათზე თქვენი რეზოლუციის შესაბამისად, შეიქმნება (წერილები კანდიდატურების მოთხოვნით დაგზავნილია) სამუშაო ჯგუფი პოლიტიკის დეპარტამენტის, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იურიდიული დეპარტამენტის შემადგენლობით. სამუშაო პროცესში განხილული იქნება წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები. ქალბატონი ფატი ძოწენიძე ითხოვს შეხვედრებში მონაწილეობას და ცვლილებების დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელებას. მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია ჯერ საკითხების განხილვა/მოთელვა მოხდეს სამინისტროს შიგნით. საკითხები ასევე, შესათანხმებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ასევე, წარმოდგენილია ტკივილის დონის განსაზღვრის გაიდლაინი, რომლის დანერგაც საჭიროებს ცვლილებას „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს N01-41/ნ ბრძანებაში. დამატებით მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებები (ასევე, სხვა, ნარკოტიკების ბრუნვასთან დაკავშირებული ბრძანებები) საკაოდ ძველია და საჭიროებს გადამუშავებას მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით. ამიტომ მიზანშეწონილია, სამუშაო შეხვედრებზე მოხდეს ბრძანების პროექტების შემუშავება, სადაც ასევე, განხილული იქნება ფატი ძოწენიძის მიერ წარმოდგენილი წინადადებების მიზანშეწონილობის საკითხიც. რაც შეეხება ფატი ძოწენიძის წერილის იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ „ივნისში დოკუმენტი ატვირთული იქნა უწყებათაშორის საითზე“, ვერაფერს მოგახსენებთ, ჩემთვის გაუგებარია, რომელ უწყებათაშორის გულისხმობს, ან ვის მიერ იქნა ატვირთული, ვინაიდან, ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი წინადადებების გაჟღერება არცერთ დონეზე არ მომხდარა. დანართის სახით წარმოგიდგენთ ფატი ძოწენიძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტების პაკეტს (ბრძანების პროექტი, საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები). პატივისცემით, მარინა ლაცაბიძე ________________________________________ From: Tamar Gabunia Sent: Saturday, August 1, 2020 6:22 PM To: Ekaterine Adamia; Marina Latsabidze; Zaal Kapanadze Cc: giorgi chavchavadze Subject: FW: ოპიოიდების მარეგულირებელი კანონმდებლობა რა პაკეტზეა საუბარი? მარინა გთხოვთ მომაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. From: Pati Dzotsenidze [mailto:patidzotsenidze@gmail.com] Sent: 31 July, 2020 19:43 To: Tamar Gabunia Cc: დიმიტრი კორძაია ; Ioseb Abesadze Subject: ოპიოიდების მარეგულირებელი კანონმდებლობა ქალბატონო თამარ მოგესალმებით, როგორ ბტრძანდებით? დიდი მადლობა თქვენ და თქვენ გუნდს კოვიდ ინფექციასთან თავდაუზოგავი და წარმატებული ბრძოლისთვის. მოგეხსენებათ, რომ პალიატიური მზრუნველობის ეროვნული ასოციაციის მიერ 2019 წლის ბოლოს შემოტანილი იქნა, თქვენივე უწყების თანამშრომლებთან ერთად და შსს ჩართულობით შემუშავებული ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების მარეგულირებელი დოკუმენტების პროექტის პაკეტი. ქალბატონ მარინა ლაცაბიძისგან ვიცი, რომ აღნიშნული საკითხი პირადად დაევალა მას, თუმცა აღნიშნული ვითარების გამო ამ საკითხის განხილვა გადაიდო ივნისამდე. რამდენადაც ვიცი ივნისში აღნიშნული დოკუმენტი ატვირთული იქნა უწყებათაშორის საიტზე, არ გამოთქმულა შენიშვნები და რომ მიმდინარეობს შემდგომი განხილვა; თუმცა უშუალოდ ჩვენ არავინ დაგვკავშირებია. გამოვთქვამთ მზაობას ნებისმიერ წუთს ჩავერთოთ აღნიშნული საკითხის განხილვაში. პატივისცემით, ფატი ძოწენიძე