From : Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>
To : Dea Nizharadze <dnizharadze@evex.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject : RE: კოვიდ- რეგულაციები
Received On : 23.09.2020 15:02

მოგესალმები დეა,

 

საქართველოს მთავრობის №385 დადგენილებით განსაზღვრული სანებართვო პირობების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით:

5. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მზადყოფნისათვის საჭირო ღონისძიებების  (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) კონტროლის, რეაგირებისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სტაციონარული ნებართვის მქონე დაწესებულება, შესაძლებელია, დროებითი ღონისძიების სახით, ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლდეს ამ დადგენილებით შესაბამისი საქმიანობისათვის განსაზღვრული მოთხოვნებისაგან, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირობებითა და ვადის განმავლობაში. (2.03.2020 N145 გავრცელდეს 2020 წლის 28 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)“

 

როგორც ვიცი, ეს პირობა ვრცელდება 322 დადგენილებით განსაზღვრულ დაწესებულებებზე, შესაბამისად, არაინფექციონისტების მორიგეობაც ასეთ კლინიკებში, არ წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას.

 

 

პატივისცემით,

მარინა

 

From: Dea Nizharadze [mailto:dnizharadze@evex.ge]
Sent: 23 September, 2020 18:00
To: Marine Baidauri; Ekaterine Adamia
Subject:
კოვიდ- რეგულაციები

 

 ეკა, მარინა, მოგესალმებით

 

თქვენი კონსულტაცია მჭირდებაჩვენს ზოგიერთ კოვიდ- ჰოსპიტალში (ფოთი, ქობულეთი) არ გვყავს საკმარისად თერაპევტები, ჩვენ სხვადასხვა ექიმ- სპეციალისტები (ქირურგები, პედიატრები, კარდიოლოგები და ..) რომ მორიგე ექიმის სტატუსით ვამორიგეოთ და მკურნალობა ექიმ- ინფექციონისტმა დანიშნოს, ხომ არაფერს ვარღვევთ? მე მახსოვს ზეპირსიტყვიერად ეს საკითხა თამუნასთანაც გავიარეთ და თანხმობა მივიღეთ.