| From : | Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge> |
| To : | Nutsi (Nino) Odisharia <odisharia@unfpa.org> |
| Subject : | RE: ახალი პროექტის შესაძლებლობა |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 25.08.2020 08:15 |
| Attachments : |
ნუცი გამარჯობა,
გეთანხმებით, ძალიან კარგი იქნება ფსიქიატიულ დაწესებულებებში ქალებზე და გოგონებზე ძალადობის ფაქტების გამოვლენის მიზნით შესაბამისი პროტოკოლის/სოპის შემუშავება, რომელიც მოიცავს ფეხმძიმობის ტესტებს და ა.შ.
გვინდა მაინც გაცნობოთ, რომ მინისტრის 2020 წლის 17 ივლისის #01- 351/ო ბრძანებით დამტკიცებულია პროტოკოლი: „კრიზისულ/გადაუდებელ სიტუაციებში გაუპატიურების მსხვერპლთა კლინიკური მართვა“ (პროტოკოლი მოიცავს სხვადასხვა ტესტირებებს სგგდ-ებზე, ორსულობაზე და სხვა, და საინტერესო იქნება გასაცნობად), რომელიც განთავსებულია სამინისტროს საიტზე.
სოპს ვკითხულობ და დღის ბოლოს მოგწერთ.
პატივისცემით,
ნანა კალმახელიძე
From: Nutsi (Nino) Odisharia [mailto:odisharia@unfpa.org]
Sent: 24 August, 2020 15:29
To: Nana Kalmakhelidze
Cc: Ekaterine Adamia
Subject: Re: ახალი პროექტის შესაძლებლობა
ნანა, ეკა,
კიდევ ერთი თემა გვაინეტერსებს და მგონი თქვენც გაინტერესებდათ: ფსიქიატიულ დაწესებულებებში ქალებზე და გოგონებზე ძალადობის ფაქტების გამოვლენის მიზნით შესაბამისი პროტოკოლ/სოპის შემუშავება რომელიც მოიცავს ფეხმძიმობის ტესტებს ა.შ.
ხვალ დილისთვის თუ მექნება თქვენი პასუხი ძალიან კარგი იქნება.
დიდი მადლობა და მოკითხვები ყველას
ნუცი
Nutsi Odisharia
National Consultant
UN JP Transforming Social Protection for Persons with Disabilities in Georgia
United Nations Population Fund |
O: 995 32 225 11 26 |
M: 995 591 55 77 88 |
On Mon, Aug 24, 2020 at 2:26 PM Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge> wrote:
ნუცი, გამარჯობა,
დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის, ძალიან კარგია, რომ პროექტის ფარგლებში შესაძლებელია შშმ პირებისთვის სხვადასხვა საჭიროების შეთავაზება, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი თემები:
1. სამედიცინო პერსონალისთვის „შშმ პირებისათვის სტანდარტული წესების და ურთიერთობის რეკომენდაციების“ სახელმძღვანელოს შემუშავება და გამოცემა და შესაბამისი სწავლების უზრუნველყოფა;
2. კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) ან კლინიკურ მდგომარეობათა მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შემუშავება შშმ პირთათვის (შშმ მდგომარეობიდან გამომდინარე ყველაზე მეტად გავრცელებული სამედიცინო პათოლოგიების გათვალისწინებით) სხვადასხვა დაავადების/კლინიკური მდგომარეობის მართვის საკითხებზე და შემდგომ სამედიცინო პერსონალის გადამზადება აღნიშნულ საკითხებზე.
3. საქართველოს მასშტაბით სამედიცინო პერსონალის გადამზადება ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, შშმ ქალთა და გოგონათა საჭიროებების გათვალისწინებით.
პატივისცემით,
ნანა კალმახელიძე
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო
577 944 934
From: Nutsi (Nino) Odisharia [mailto:odisharia@unfpa.org]
Sent: 13 August, 2020 13:28
To: Meri Maghlaperidze; Meri Maghlapheridze; Tea Gvaramadze; Nato Chapidze; Nana Kalmakhelidze
Subject: ახალი პროექტის შესაძლებლობა
გოგოებო,
შესაძლებლობა გვაქვს ახალი პროექტის გაკეთების. დაიწყება 2021 მარტში და 2023 თებერვლამდე გასტანს.
შეეხება შშმ -ებს და მთავრი მიზანია კონვენციის და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა/დანერგვის ხელშეწყობა.
შშმ ქალები და გოგოები/ახალგაზრდები: სქესობრივი და რეპროდუქციული მომსახურება/უფლებები, ოჯახში და ქალთა (შშმ) მიმართ ძალადობა, მომსახურებები შშმ მოხუცებულთათვის (დემენცია ა.შ. ეს ეხლა მოვიფიქრე), მომსახურებების გაძლიერება, ტრეინინგი ა.შ., სახელმძღვანელოების, სოპ-ების და პროტოკოლების შემუშავება. სამოქმედო გეგმბის დაწერა, სამინისტროს და სააგენტოების თანამშრომელბის ცოდნის ამაღლება შშმ ქალები/გოგონების მიმარულებით, სამუშაო და ტექნიკური ჯგუფების ჩამოყალიბება.....
იქნებ მოიფიქროთ რას საჭიროებები და რეკომენდაციები გაქვთ და შემდეგ დავსხდეთ და გავიაროთ იქითა კვირის ბოლოს?
დიდი მადლობა
ნუცი
Nutsi Odisharia
National Consultant
UN JP Transforming Social Protection for Persons with Disabilities in Georgia
United Nations Population Fund
O: 995 32 225 11 26
M: 995 591 55 77 88